პაგანი
პაგანი — თანამედროვე მიანმარის ტერიტორიაზე მდებარე ამავე სახელწოდების სახელმწიფოს დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ირავადის მარცხენა მშრალ პლატოზე. მანდალაიადან 145 კილომეტრზე სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ჩაუკის ახლოს, მაგუეის ოლქში. ამჟამად ძველი ქალაქის ადგილზე მდებარეობს არქეოლოგიური ზონა, რომელზეც განთავსებულია ათასობით პაგოდა, ტაძარი, სტუპა და მონასტერი.
პაგანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მიანმარი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 21°10′00″ ჩ. გ. 94°52′00″ ა. გ. / 21.16667° ჩ. გ. 94.86667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2019 (43-ე სესია) |
ნომერი | 1588 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1588 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2019 წლიდან ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ისტორია
რედაქტირებაქალაქ პაგანის ნანგრევებს უკავია 40 კვ. კმ. ნაგებობების უმრავლესობა აგებულია XI-XIII საუკუნეების განმავლობაში, როდესაც პაგანი იყო დინასტიური სამეფოს დედაქალაქი. პაგანში დედაქალაქი 874 წელს გადაიტანა მეფე პინბიამ. თუმცა, ბირმის ისტორიაში დედაქალქის გადატანა ხშირად ხდებოდა და მეფე ანორატამ დედაქალაქი სხვა ქალაქში გადაიტანა. 1057 წელს მეფე ანორატჰამ დაიპყრო მონის სამეფოს დედაქალაქი ტატონი და ჩამოართვა პალის ხელნაწერები, ბუდისტი ბერები, მხატვრები და ხელოსნები წაიყვანა, რათა პაგანი კულტურულ ცენტრად ექცია. მან თჰერავადას სწავლება აიყვანა სახელმწიფო რელიგიის დონემდე და გააგზავნა შრი-ლანკაში სასულიერო მისია, საიდანაც მოიწვია ბერები, რომლებიც დაეხმარნენ თჰერავადას სწავლების დამკვიდრებაში მტელი ქვეყნის მასშტაბით. პაგანიგახდა მეცნიერების, რელიგიისა და კულტურის ცენტრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი.
1287 წელს, ხარკის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანა დაიპყრეს მონღოლებმა მას შემდეგ რაც იუანის იმპერიამ განახორციელა რამდენიმე თავდასხმა პაგანზე. მონღოლებმა ქალაქი გაძარცვეს, დაანგრიეს ოქროს პაგოდები, მოიპარეს რელიგიური რელიქვიები. პაგანის სამეფოს უკანასკნელი ეპიგრაფიკული ცნობა დათარიღებულია 1369 წლით. პაგანი თანდათანობით მიატოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ და გაუკაცრიელდა.
დღევანდელობა
რედაქტირებადღესდღეობით ქალაქი პაგანი, ამ სახელით არ არსებობს. აღნიშნული დასახელებით ცნობილი მხოლოდ აეროპორტი პაგანი და რამდენიმე პატარა სოფელი არქეოლოგიურ ზონასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი სტუპები - მაგალითად შვეჟიგონი და ლოკანანდა ჩაუნი, რომლებიც ბუდას კბილებს ინახავებენ - ოქროსფრად არის დაფარული, მათზე მისასვლელი ასფალტირებულია, გარშემო კი მრავალი პავილიონი აშენებულია. პაგოდების უმეტესობა აგებულია წითელი აგურისა და თეთრი ქვისგან და არ არის ოქროსგან მოოქროვილი. ზოგიერთ პაგოდას ბევრი მნახველი ჰყავს და ფანრიანი ბიჭები ეხმარებიან სტუმრებს კიბეზე ასვლაში და კორიდორების განათებაში.
პაგანში ბევრი უცხოელი ტურისტია, ასევე უამრავი მომლოცველი დადის აღმოსავლეთის ბუდისტური ქვეყნებიდან.
ყველაზე ცნობილი ტაძარი დგასკომპლექსის სამხრეთით. ტაძარი ააშენებინა მეფე მანუჰამ მონის ხალხის ტყვეებს. პაგანის მესამე მეფემ ალაუნისთჰუმ ააშენა ბრწყინვალე ტაძარი მედიტაციისათვის განკუთვნილი ნიშებით. იგი ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს, მედიტაციას ატარებდა ნიშის წინ, სანამ ის მედიტაციის დროს არ მოკლა საკუთარმა შვილმა, რომელიც ამის შემდეგ დაეუფლა ტახტს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bagan Map. DPS Online Maps.
- Bagan Travel Guide
- All about Bagan (english version)
- Free travel images of Bagan
- The Life of the Buddha in 80 Scenes, Ananda Temple დაარქივებული 2013-12-19 საიტზე Wayback Machine. Charles Duroiselle, Archaeological Survey of India, Annual Report, Delhi, 1913–14
- The Art and Culture of Burma - the Pagan Period დაარქივებული 2013-12-02 საიტზე Wayback Machine.
- Asian Historical Architecture: Bagan
- Buddhist Architecture at Bagan
- Photographs of temples and paintings of Bagan Part 1 დაარქივებული 2013-07-01 საიტზე Wayback Machine. and Part 2 დაარქივებული 2013-07-01 საიტზე Wayback Machine.
- Bagan moving postcards