პაჰანგი
პაჰანგი (ჯავი: ڤهڠ) ― მალაიზიის შტატი და სასულთნო. სიდიდით მესამე შტატი ქვეყნის მასშტაბით და უდიდესი შტატი ნახევარკუნძულის მალაიზიის მასშტაბით. 2018 წლის აღწერით, პაჰანგის მოსახლეობა 1 675 000 ადამიანს შეადგენს და მე-9 ადგილზეა მალაიზიის შტატებს შორის.[1]შტატს მდინარე პაჰანგის აუზი უკავია და აღმოსავლეთ სანაპიროდან სამხრეთით ენდაუმდეა გადაჭიმული. გეოგრაფიულად ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან კელანტანი და ტერენგანუ ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პერაკი, სელანგორი და ნეგერი-სემბილანი, სამხრეთიდან ― ჯოჰორი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ტიტივანგსის ქედი, რომელიც ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების ბუნებრივი გამყოფია, შტატის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გაშლილი. უმაღლესი მწვერვალია ტაჰანი, რომელიც ზღვის დონიდან 2 187 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შტატის 2/3 ხშირი წვიმის ტყეებითაა დაფარული და ცენტრალური ვაკეები უამრავი მდინარითაა დასერილი. სანაპიროს გასწვრივ 32 კმ-ის სიგანის ალუვიური ნიადაგითაა დაფარული, რომელიც მდინარეების: კუანტანის, პაჰანგის, რომპინის, ენდაუსა და მერსინგის დელტებსა და ესტუარულ ვაკეებს მოიცავს.[2]
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პაჰანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | კუანტანი | ||||
კოორდინატები | 3°45′00″ ჩ. გ. 102°30′00″ ა. გ. / 3.75000° ჩ. გ. 102.50000° ა. გ. | ||||
ფართობი | 35964±1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 443 365 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 03, 05 და 09 | ||||
საფოსტო ინდექსი | 25000–28999, 39000–39999, 49000 და 69000 | ||||
საავტომობილო კოდი | C | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.pahang.gov.my | ||||
| |||||
შტატი 11 რაიონს (daerah) მოიცავს: პეკანს, რომპინს, მარანს, ტემერლოს, ჯერანტუტს, ბენტონგს, რაუბს, ლიპისს, კამერონის მთიანეთსა და ბერას. უდიდესი რაიონია ჯერანტუტი, რომელიც მთავარი გასასასვლელია ტამან-ნეგარის ეროვნული პარკისკენ. პაჰანგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, კუანტანი, მოსახლეობის მიხედვით მერვე ადგილზეა მალაიზიის ურბანულ აგლომერაციებს შორის. შტატის სამეფო დედაქალაქი და პაჰანგის სულთნის ოფიციალური რეზიდენცია პეკანში მდებარეობს. პეკანი შტატის ძველი დედაქალაქი იყო და ინდერაპურა ეწოდებოდა.[3] შტატის სხვა მთავარი ქალაქებია: ტემერლოჰი, ბენტონგი და მისი კურორტები გენტინგის მთიანეთსა და ბუკიტ-ტინგიში. შტატის მეთაურია პაჰანგის სულთანი, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელი მენტერი ბესარია. მმართველობის სისტემა ვესტმინსტერის საპარლამენტო სისტემაზეა დაფუძნებული. პაჰანგის ტერიტორიაზე ოფიციალური რელიგია ისლამია, თუმცა სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლებას არ არის შეზღუდული.
გეოგრაფია
რედაქტირებაპაჰანგის ფართობი 35 965 კმ²-ია. ფართობის მიხედვით პაჰანგი მესამე ადგილზეა მალაიზიის მასშტაბით, სარავაკისა და საბაჰის შემდეგ, ხოლო ნახევარკუნძულის მალაიზიის მასშტაბით, უდიდესი შტატია. გეოგრაფიულად მრავალფეროვანი პაჰანგი მდინარე პაჰანგის აუზს მოიცავს, რომელიც დასავლეთიდან ტიტივანგსის ქედით, ხოლო ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ მთიანეთითაა შემოსაზღვრული. შტატის 2/3 ჯუნგლებს უკავია,[4] თუმცა ცენტრალური ვაკეები მდინარეებითაა დასერილი. პაანგი სამ ეკორეგიონად იყო: მტკნარი წყლის სისტემების, დაბლობებისა და მთიანეთის წვიმის ტყეების და სანაპიროს რეგიონებად.[2]
მდინარე პაჰანგს აუზი მალაიზიის ორი უდიდეს ბუნებრივ მტკნარი წყლის ტბას, ბერასა და ჩინის ერთმანეთთან აკავშირებს. ბერის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიადაა კლასიფიცირებული და 1994 წელს რამსარის ძეგლთა სიაში შეიტანეს.[5]
შტატის უმაღლესი მწვერვალი ტაჰანის მთაა, რომელიც ზღვის დონიდან 2 187 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ნახევარკუნძულის მალაიზიის უმაღლესი მწვერვალიცაა. შტატის კლიმატი ზომიერია და მთიანეთების დიდი ნაწილი ტროპიკული წვიმის ტყეებითაა დაფარული. პაჰანგის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი მნიშვნელოვანი ეროვნული პარკი: ტამან ნეგარა და ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი. პირველი შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, მეორე ― სამხრეთ ნაწილში. ეს ტროპიკული ტყეები მრავალი იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველის სამყოფელს წარმოადგენს, მათ შორის: ტაპირების, ირმულების, ვეფხვების, სპილოებისა და ლეოპარდების. მაღალი ტენიანობისა და ნისლის გამო ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვიმრა ხარობს. კამერონისა და გენტინგის მთიანეთების, ასევე, ფრეიზერის ბორცვისა და ბუკიტ-ტინგის ტერიტორიაზე პოპულარული კურორტები მდებარეობს. კამერონის მთიანეთში დიდი რაოდენობით ჩაის პლანტაციებია გაშენებული და პარკოსნებისა და ბოსტნეულის მთავარი მიმწოდებელია როგორც მალაიზიის, ისე სინგაპურისთვის.
პაჰანგი ტროპიკული გეოგრაფიით ხასიათდება. შტატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტენიანობის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში 75%-ს არ აღემატება. შტატის კლიმატი მთელი წლის განმავლობაში თბილი და ნოტიოა, ტემპერატურა 21 °C-დან 33 °C-მდე მერყეობს. საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 200 მმ-ს უტოლდება, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროს მოდის. ნალექიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტშია და საშუალოდ 22.25 მმ-ს უტოლდება. ნალექიანობის მაჩვენებელი ოქტომბერსა და ნოემბერში აღწევს პიკს და საშუალოდ 393 მმ-ს შეადგენს. პაჰანგში ყველაზე ცხელი თვე მაისია, როდესაც საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა 33°-ს უტოლდება, საშუალო ტემპერატურა 28°-ია, ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა ― 24°. მაღალმთიანეთში ტემპერატურა შეიძლება მერყეობს 23 °C-დან (73 °F), დღის განმავლობაში, 16 °C-მდე (61 °F), ღამის განმავლობაში.[6][7]
პაჰანგის კლიმატი ორ მუსონურ სეზონს მოიცავს: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონსა და სამხრეთ-დასავლეთის მუსონს. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის ტროპიკული შტორმები სხვადასხვა სიმძლავრით ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე გრძელდება, რასაც ძლიერი წვიმა, ძლიერი ზედაპირული დინება და სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან მომავალი მუსონური სეზონის არაპროგნოზირებადი ქარიშხალი ახლავს თან. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ყოველწლიურად მარტიდან იწყება, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება და შედარებით ნაკლები ნალექიანობით, მზიანი და ტროპიკული ამინდით ხასიათდება.[6]
-
ტაჰანი ― ნახევარკუნძულის მალაიზიის უმაღლესი მწვერვალი
-
მდინარე პაჰანგი
-
ტამან-ნეგარის ხედი
-
სამხრეთ ჩინეთის ზღვის ხედი კუნძულ ტიომანიდან.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Ahmad Sarji Abdul Hamid (2011), The Encyclopedia of Malaysia, 16 - The Rulers of Malaysia, Editions Didier Millet, ISBN 978-981-3018-54-9
- Andaya, Barbara Watson; Andaya, Leonard Yuzon (1984), A History of Malaysia, London: Palgrave Macmillan, ISBN 978-0-312-38121-9
- Aripin Said (1997), Lagu-Lagu Tradisional Rakyat Pahang (Pahang folk songs), Kementerian Kebudayaan, Kesenian dan Pelancongan, ISBN 967-903-014-8
- Barnard, Timothy P. (2004), Contesting Malayness: Malay identity across boundaries, Singapore: Singapore University press, ISBN 9971-69-279-1
- Betts, Russel H (1965), The Mass Media of Malaya and Singapore of 1965: A Survey of Literature, Center for International Studies Massachusetts Institute of Technology
- Britnell, Mark (2015), In Search of the Perfect Health System, London: Palgrave, ISBN 978-1-137-49661-4
- Chan, Cheong Jan (1998), "Malay Traditional Folk Songs In UIu Tembeling: Its Potential For A Comprehensive Study", Pertanika Journal of Social Sciences & Humanities (JSSH) 6, ISSN 0128-7702, https://core.ac.uk/download/pdf/12222498.pdf. წაკითხვის თარიღი: 8 November 2017 დაარქივებული 11 October 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Collins, James Thomas (1989), "Malay Dialect Research in Malaysia: The Issue of Perspective", Bijdragen tot de Taal-, Land- en Volkenkunde 145 (2): 235–264, , http://www.sabrizain.org/malaya/library/dialectresearch.pdf. წაკითხვის თარიღი: 29 October 2017
- Dunford, George (2006), Southeast Asia on a Shoestring, Lonely Planet, pp. 419–, ISBN 978-1-74104-444-7, https://books.google.com/books?id=CW09gFJ64CwC&pg=PA419
- Farish A Noor (2011), From Inderapura to Darul Makmur, A Deconstructive History of Pahang, Silverfish Books, ISBN 978-983-3221-30-1
- Guy, John (2014), Lost Kingdoms: Hindu-Buddhist Sculpture of Early Southeast Asia, Metropolitan Museum of Art, ISBN 978-0300-204-37-7
- Hood Salleh (2011), The Encyclopedia of Malaysia, 12 - Peoples and Traditions, Editions Didier Millet, ISBN 978-981-3018-53-2
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Pahang @ a Glance. Department of Statistics, Malaysia. ციტირების თარიღი: 29 October 2017
- ↑ 2.0 2.1 Y. Tachikawa და სხვები. 2004
- ↑ Linehan 1973, p. 2
- ↑ WWF-Malaysia 1997, p. 4
- ↑ Annotated List of Wetlands of International Importance - Malaysia. The Ramsar Convention Secretatiat (2014). ციტირების თარიღი: 29 October 2017
- ↑ 6.0 6.1 Climate. Pahang Tourism Office (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 October 2017
- ↑ Annual average weather for Pahang, Malaysia. Beach Weather (2017). ციტირების თარიღი: 29 October 2017