პილოსი (ბერძ. Πύλος) — ქალაქი საბერძნეთში, პილოს-ნესტოროსის დიმის ადმინისტრაციული ცენტრი.[2] 2345 მცხოვრები (2011).[3] აქაველთა ძველი ქალაქია. ბერძნულ მითოლოგიასა და ჰომეროსის პოემებში მოხსენიებულია როგორც მეფე ნესტორის რეზიდენცია.[4]

ქალაქი
პილოსი
ბერძ. Πύλος

თანამედროვე ქალაქის ხედი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პერიფერია პელოპონესის პერიფერია
პერიფერიული ერთეული მესენია
[[დიმი]] პილოს-ნესტოროსის დიმი
კოორდინატები 36°54′50″ ჩ. გ. 21°41′47″ ა. გ. / 36.91389° ჩ. გ. 21.69639° ა. გ. / 36.91389; 21.69639
დაარსდა 1828
ფართობი 143.91 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 2 104 (2001),
2 111 (2001),
1 989 (1991),
2 222 (2021),
2 345 (2011),
2 611 (1951)[1]
სატელეფონო კოდი 2723
საფოსტო ინდექსი 240 01
საავტომობილო კოდი ΚΜ
ოფიციალური საიტი http://www.pylos.gr
პილოსი — საბერძნეთი
პილოსი

ძველი ნაქალაქარი თანამედროვე ქალაქიდან ჩრდილოეთით 17 კმ-შია, მესენიის (პელოპონესი) სანაპიროზე. ამ ადგილას დასახლება არსებობდა ძვ. წ. III–II ათასწლეულების მიჯნაზე. XVI–XIII საუკუნეებში პილოსი ადგილობრივი აქაველი მმართველების რეზიდენცია იყო.[5] არქეოლოგიური ძეგლები მდებარეობს ადგილ ანო-ენგლიანოსში (ეპანო-ენგლიანოსში). 1938–1939 წლებში ბერძენი არქეოლოგის კ. კურუნიოტისის გათხრების შედეგად, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ამერიკელი არქეოლოგი კარლ უილიამ ბლეგენი და სხვები, და აგრეთვე ბლეგენის ხელმძღვანელობით 1952–1966 წლებში (შესვენებებით) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილია მიკენური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილი; კომპლექსის შემადგენლობაშია დარბაზები, სახელოსნოები, სააბაზანოები, საკუჭნაოები, კანალიზაცია, საზეიმო სათავსოები მეგარონით და ა.შ. (ე.წ. ნესტორის სასახლე; აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ხანძარმა შეიწირა დაახლ. ძვ. წ. 1200 წელს),[4] ზოგიერთი ნაგებობის კედლები მოხატული იყო მდიდარი ფრესკული ფერწერით.[5] ასევე აღმოჩენილია სასახლეზე გარშემორტყმული ქალაქის ნაწილი, მ.შ. სასახლემდელი ნაგებობები, ჭიშკარი, აკროპოლისის თავდაცვითი კედლის ნაწილი.[4] ქალაქგარეთ აღმოჩენილია სამეფო საფლავები თოლოსებში და მოქალაქეთა ნეკროპოლი. არქეოლოგიურ მასალას შორისაა კერამიკა, შრომის იარაღები, ძვირფასი ლითონებისა და ბრინჯაოს მოსართავები,[5] ასევე მრავალი ფირფიტა B-ხაზოვანი დამწერლობის ჩანაწერებით, რომლებიც ამტკიცებენ მაიკლ ვენტრისის მიერ ამ დამწერლობის გაშიფრის სისწორეს.[4]

  1. Greek census 1951
  2. ΦΕΚ B 1292/2010, Kallikratis reform municipalities el. Εφημερίς της Κυβερνήσεως. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2022
  3. Πίνακας αποτελεσμάτων Μόνιμου Πληθυσμού-Απογραφής 2011 el. Ελληνική Στατιστική Αρχή. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2022
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Пилос // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 206.
  5. 5.0 5.1 5.2 Глускина Л. М. Пилос // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.
  NODES