ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიტა (სანს. सीता, Sītā IAST — „კვალი მიწაში“) — ინდუისტური ღვთაება რამას მეუღლე, ბედნიერების ქალღმერთის ლაკშმის ერთ-ერთი განსახიერება. მისი ცხოვრება აღწერილია ინდურ ეპოსში რამაიანა.

გაძევებული სიტა რამას შვილებს რამაიანას ასწავლის

დედამიწიდან დაბადებული სიტა პრინცი რამას ერთგული თანამგზავრია. როდესაც რამას სასახლის დატოვება და ტყეში განდეგილად წასვლა უხდება, სიტა მეუღლეს გასაჭირში არ ტოვებს და მიჰყვება მას.

ტყეში ცხოვრებისას სიტას შრი-ლანკის მეფე რავანა იტაცებს, მაგრამ რამა სიტას ბრძოლით იბრუნებს. სასახლეში დაბრუნების შემდეგ რამა ავ ენებს ჰყვება, სიტას რავანასთან მეუღლეობრივი ერთგულების გატეხვას აბრალებს და ისევ ტყეში აძევებს.

მარტოობაში სიტა ორ ჭაბუკს შობს, ასწავლის მათ რამაიანას და მამასთან აგზავნის, თავად თავის მშობელს — დედამიწას — თავშესაფარის სთხოვს და მასში ბრუნდება.

სიტას და რამას ეს ლეგენდა ინდოელ ხალხში დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. სიტა ერთგულების, ხოლო რამა მოვალეობის შესრულების სიმბოლოდაა ქცეული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიტა“-დან
  NODES
INTERN 1