სიცილია (იტალ. Sicilia) — ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის ავტონომიური რეგიონი (Regione Autonoma Siciliana).

იტალიის ავტონომიური რეგიონი
სიცილია
Sicilia
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი პალერმო
შიდა დაყოფა აგრიჯენტოს პროვინცია, კალტანისეტის პროვინცია, კატანიის პროვინცია, ენის პროვინცია, მესინის პროვინცია, პალერმოს პროვინცია, რაგუზის პროვინცია, სირაკუზის პროვინცია და ტრაპანის პროვინცია
კოორდინატები 37°35′59″ ჩ. გ. 14°00′55″ ა. გ. / 37.5999583° ჩ. გ. 14.0153778° ა. გ. / 37.5999583; 14.0153778
მმართველი Renato Schifani
დაარსდა 15 მაისი, 1946
ფართობი 25 711 კმ²
მოსახლეობა 5 048 806 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 196,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა იტალიელები 98%
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.sicilia.it

რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. ვულკანი ეტნა ყველაზე დიდია ევროპაში (3.323 მ). უკანასკნელად იგი 1971 წელს ამოიფრქვა.

სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა. სიცილიური ეკონომიკა დივერსიფიცირევულია. მნიშვნელოვანია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეხილოება (ძირითადად ფორთოხალი და ლიმონი), ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა. კუნძულისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ტურიზმი და უძრავი ქონება. სიცილიაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და უძველესი ძეგლები, რომელთა შორისაა პანტალიკის ნეკროპოლისი, ტაძრების ხეობა და სელუნინტი.

სიცილიის ტოპოგრაფიული რუკა

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულს უხეშად სამკუთხედის მოყვანილობა აქვს. აღმოსავლეთით, კონტინენტური იტალიისგან (კონკრეტულად კალაბრიის რეგიონისგან) გამოყოფილია მესინის სრუტით და მათ შორის მანძილი 3 კმ-ია ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთში კი 16 კმ.

სიცილიის შიდა ნაწილი ძირითადად გორაკ-ბორცვიანია და ინტენსიურად კულტივირებული, სადაც კი ეს შესაძლებელია. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია მადონიეს (2000 მ), ნებროდის (1800 მ), და პელორიტანის (1300 მ) მთაგრეხილები, რომლებიც კონტინენტურ ნაწილზე არსებული აპენინის მთების გაგრძელებას წარმოადგენს. აღმოსავლეთ სანაპიროსთან გამოირჩევა ვულკან ეტნას კონუსი. სამხრეთ-აღმოსავლეთით განფენილია შედარებით დაბბალი იბლეის მთები (1000 მ). XIX საუკუნეში, ენასა და კალტანისეტის რაიონები ლიდერობდნენ გოგირდის წარმოებით, მაგარამ 1950-იანი წლებიდან მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სიცილია და მის გარშემო მდებარე პატარა კუნძულები მაღალი ვულკანური აქტივობით გამოირჩევიან. მათ შორისაა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ეტნას მთა, რომელიც 3 320 მეტრი სიმაღლით ერთ-ერთი უმაღლესი აქტიური ვულკანია ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მთელ მსოფლიოში. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ტირენიის ზღვაში მდებარე ლიპარის კუნძულები შეიცავს ვულკანურ კომპლექსს, რომელთა შორისაცაა სტრომბოლი. ბოლო დროს ასევე გააქტიურდა მიძინებული ვულკანები: ვულკანო, ვულკანელო და ლიპარი. სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, მდებარეობს წყალქვეშა ვულკანი ფერდინანდეია, უფრო ფართო ემპედოკლესის ვულკანის ნაწილი, რომელიც ბოლოს 1831 წელსა ამოიფრქვა. იგი აგრიჯენტოს სანაპიროსა და კუნძულ პანტელერიის (რომელიც თავის მხრივ მიძინებული ვულკანიცაა) შორის მდებარეობს, ფლეგრაენის წყალქვეშა მინდორზე სიცილიის სრუტეში.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

სიცილიის რეგიონი ადმინისტრაციულად ცხრა პროვინციად იყოფა:

 
სიცილიის პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა[1] სიმშიდროვე (ად./კმ²)
აგრიჯენტოს პროვინცია 3 042 453 594 149,1
კალტანისეტის პროვინცია 2 128 271 168 127,4
კატანიის პროვინცია 3 552 1 090 620 307
ენის პროვინცია 2 562 172 159 67,2
მესინის პროვინცია 3 247 652 742 201
პალერმოს პროვინცია 4 992 1 249 744 250,3
რაგუზის პროვინცია 1 614 318 980 197,6
სირაკუზის პროვინცია 2 109 403 559 191,3
ტრაპანის პროვინცია 2 460 436 240 177,3

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Population May 2011, data from Demo Istat.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-01. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
  NODES