სოჭი
სოჭი (ლათ. Abies) — მერქნიან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ტანმაღალი, მარადმწვანე ხეებია.
სოჭი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სოჭის გირჩი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Abies | ||||||||||||||
|
50-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — კავკასიური სოჭი და ინტროდუცირებულია 13 სახეობა.
სოჭი ჩრდილის ამტანი და სინესტის მომთხოვნია. ახალგაზრდა ხე ნელა იზრდება, ცოცხლობს 500-800 წლამდე. მრავლდება თესლითა და გადაწვენით. მისი მერქანი რბილი, მჩატე და ნაკლებგამძლეა, ძირითადად იხმარება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო და სარეზონანსო მასალად.
ლამაზი დეკორატიული ხეა, ბაღებსა და პარკებში აშენებენ უმეტესად მის მტირალა, ხშირტოტიან და ნაირფერწიწვიან ფორმებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 500.