ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სუვლაკი (ბერძნ.: σουβλάκι) ან სოუვლაკია — პოპულარული ბერძნული სწრაფი კვების პროდუქტი, რომელიც შედგება მცირე ზომის ხორცისა და ზოგჯერ ბოსტნეულისგან. ისინი სამფურზე აცმული იწვება. ჩვეულებრივ, მიირთმევენ პირდაპირ შამფურებიდან, ცხელ მდგომარეობაში. მასთან ერთად შეიძლება მიირთვათ პიტას პური, შემწვარი კარტოფილი, ლიმონი და სოუსები, სადაც სუვლაკი მთავარ კერძს წარმოადგენს. ხორცი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საბერძნეთში და კვიპროსში არის ღორის ხორცი, თუმცა შეიძლება ასევე გამოიყენოთ ქათამი, საქონლის ხორცი და ცხვარი. სხვა ქვეყნებში (და ტურისტებისთვის) სუულაკი შეიძლება გაკეთდეს ისეთი ხორცით, როგორიცაა ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი, ქათამი და ზოგჯერ თევზი.

სუვლაკი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება სუვლაკი შუა საუკუნეების ბერძნული სუსლას (σούβλα ნიშნავს „შამფურს“) წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, არის ლათინური სუბულადან ნასესხები.[1] „სუვლაკი“ არის გავრცელებული ტერმინი მაკედონიაში (საბერძნეთი) და ჩრდილოეთ საბერძნეთის სხვა რეგიონებში, ხოლო სამხრეთ საბერძნეთში და ათენის მახლობლად იგი ცნობილია, როგორც კალამაკი (καλαμάκι ნიშნავს „პატარა ლერწამს“).

 
საბერძნეთში აღმოჩენილი სუვლაკის დასამზადებლად განკუთვნილი უძველესი დანადგარი

ბერძნულ კულტურაში შამფურზე საჭმლის მომზადების კულტურა ბრინჯაოს ხანიდან იწყება.[2] საბერძნეთში, სანტორინის გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ქვის შამფურის მსგავსი ხელსაწყოები, რომლებიც კუნძულის მკვიდრებმა გამოიყენეს ძვ. წ. XVII საუკუნეში, ვულკან თერას ამოფრქვევამდე. სუვლაკი იყო პოპულარული დელიკატესი სანტორინში ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს.[3]

 
აშშ-ს რესტორნებში დამზადებული სუვლაკი

მიკენური საბერძნეთის ქალაქებში, გლაში, მიკენასა და პილოსში აღმოაჩინეს „სუულაკის უჯრები“. სულაკის უჯრები ერთგვარი ტაფის სტილის ხელსაწყოებია, რომლებიც შამფურზე აცმული ხორცის ქვემით უნდა განთავსდეს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს ტაფები ცეცხლზე იდგა და ისე წვავდა ხორცს, თუ თვითონ ტაფაში იყო განთავსებული ცხელი ნახშირი. [4] ბერძნულ ლიტერატურაში ჰომეროსი „ილიადაში“ (1.465) ახსენებს შამფურზე შემწვარი ხორცის ნაჭრებს (ὀβελός); ეს ასევე არის ნახსენები არისტოფანეს, ქსენოფონტის, არისტოტელეს, და სხვათა ნაშრომებში. პატარა შამფურებზე აცმული კერძები ძველ საბერძნეთში ცნობილია, როგორც ობელისკოს (ὀβελίσκος).

ბიზანტიის იმეპერიაში მცხოვრები ბერძენი ავტორის ნაწარმოებში პროდრომიკის პოემები, ნახსენებია შამფურზე მომზადებული კერძი, რომელიც „ცხელი ხორცის მაღაზიებში“ იყიდებოდა. [5]

დღევანდელი სუვლაკი აღწერა ფრანგმა მოგზაურმა გუსტავ ფლობერმა, რომელიც 1850 წელს ბეოტის ქალაქგარეთ ვიზიტის დროს დააკვირდა ბერძნებს „ხორცის ნაჭრებს ბამბუკის ჯოხზე რომ აცხობდნენ“. თანამედროვე სულაკი მთელს საბერძნეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა. შამფურზე მომზადებული სუვლაკი წარმოადგენდა სწრაფი კვების პროდუქტს, რომლის გაყიდვაც დაიწყო 1960-იანი წლებიდან, ბეოტიელი გამყიდველების მიერ.

კვიპროსული სუვლაკი

რედაქტირება

სუვლაკი კვიპროსშიც შამფურზე მზადდება. ის მზადდება დიდი პიტით, რომელსაც ჯიბის მსგავსი ფორმა აქვს. მასში მოთავსებულია ხორცი (ტრადიციულად ცხვრის ან ღორის ხორცი, არსებობს ზღვის პროდუქტებისა და ქათმის ხორცისაც), რომელიც კვიპროსის სუვლაკში ოდნავ უფრო დიდი ზომის ნაჭრებად არის დაჭრილი. პომიდორი, კიტრი და გახეხილი თეთრი კომბოსტო კერძთან შესატანებელი სალათის ინგრედიენტებია. ძალიან პოპულარულია ხახვი, ოხრახუში და კიტრის პიკულები, ასევე იოგურტი და ცაციკი. სუვლაკი ყოველთვის შეიცავს დაჭრილ ლიმონს, ისევე როგორც კვიპროსში მომზადებული ნებისმიერი ხორცის კერძი. სალათის ფოთოლი ტრადიციული არ არის და ტურისტული კურორტების გარეთ სუვლაკის ინგრედიენტად ძალიან იშვიათად გამოიყენება.

  1. Sophocles, Evangelinus Apostolides (2004) [1888]. Greek Lexicon of the Roman and Byzantine Periods (From B. C. 146 to A. D. 1100). Athens: Pelekanos Books. ISBN 9789604007257.
  2. Hruby, Julie (2017). "3 Finding haute cuisine: Identifying shifts in food styles from cooking vessels". In Hruby, Julie; Trusty, Debra (eds.).From Cooking Vessels to Cultural Practices in the Late Bronze Age Aegean. Oxford and Philadelphia: Oxbow Books. pp. 15–26. ISBN 9781785706325.
  3. Eptakili, Tassoula (9 October 2015). "Prehistoric Gastronomy: Dietary habits of a long-lost era". Greece Is. Retrieved 21 February 2016.
  4. Gannon, Megan (8 January 2014). "Ancient Greeks Used Portable Grills at Their Picnics". Live Science. Retrieved 5 February 2020.
  5. Dalby, Andrew (2010). Tastes of Byzantium. London and New York: I.B. Tauris & Co. Limited. ISBN 9781848851658.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუვლაკი“-დან
  NODES
os 3