ტეკილა — რეგიონული სპეციფიკური სასმელი, რომელიც ცისფერი აგავის დისტილაციით მიიღება. ტეკილას ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ინდიელების ერთ-ერთმა ტომმა აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ინდიელებმა პულკეს დამოუკიდებლად კი არ მიაკვლიეს, არამედ ამაში ღმერთი დაეხმარათ. აგავის ნაყოფს მეხი დაეცა და იგი ორ ნაწილად გააპო, მისი გულიდან ნექტარი გადმოიღვარა. მექსიკელებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ამ მცენარეში „ღმერთის წყალობა“ იმალებოდა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყვეს, ნექტარის გამოყენება დაიწყეს. დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი წვენი სასმელად იქცა. მოგვიანებით, აგავა 400 მკერდიან ქალღმერთთან მაიაელთან გააიგივეს, ხოლო მის მთავარ ვაჟად ომე ტოჩტლი შერაცხეს, რომელსაც სასმელის, პულკეს ღმერთად მიიჩნევდნენ. დიდი ხნის განმავლობაში პულკე ერთადერთ მექსიკურ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ესპანელებმა სპირტის გამოხდის ევროპული ტექნოლოგიები არ შემოიტანეს.

ტეკილა.

პირველად მესკალი-აგავის ტკბილი წვენის გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტი, 1521 წელს აწარმოეს. ტეკილას მამად ისტორიამ დონ პედრო-სანჩეს-დე-ტაგლი ალტამირის მარკიზი შერაცხა, რომელმაც 1600 წელს ტეკილას პირველი ქარხანა დააარსა. სასმელის პოპულარობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, უკვე 1608 წელს ადგილობრივმა მმართველებმა შემოიღეს სპეციალური გადასახადი ამ სასმელით ვაჭრობისთვის. XVIII საუკუნეში ტეკილა მნიშვნელოვან საექსპორტო სასმელად იქცა, რომლის წარმოებასაც ესპანეთის მეფე აკონტროლებდა. პირველი მწარმოებელი, რომელმაც 1795 წელს მიიღო ლიცენზია ტეკილას ოფიციალური წარმოებისთვის, ხოსე-მარია-კურვო. მარკა „Jose Cuervo“ ცოცხალია და უძველესად ითვლება. ამ სასმელისთვის ოქროს ხანად XIX საუკუნის დასაწყისი იქცა, როდესაც იგი ამერიკელებმა აღიარეს, ხოლო მწარმოებლებმა მისი ევროპაში ექსპორტი დაიწყეს. იქამდე მესკალისა და ტეკილას ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა. ისევე, როგორც ნამდვილი შამპანური მხოლოდ შამპანის პროვინციაში მზადდება, ტეკილად წოდების უფლება მესკალის სახელს დაუკავშირდა, რომელსაც ხალისკოს შტატში, ქალაქ ტეკილას მიდამოებში აწარმოებდნენ. არსებობს ე.წ. ცისფერი აგავა, რომელიც 8-10 წელს აღწევს და სიცოცხლეში ერთხელ ყვავის. მის შუაგულში განთავსებულ ტკბილ სითხეს ხდიან და ფილტრავენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება ტეკილას განსაზღვრულ სტანდარტებად დაყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  NODES