ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტო ჰოაი (ვიეტ. Nguyễn Sen; 27 სექტემბერი, 19206 ივლისი, 2014)[1]ვიეტნამელი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, ჟურნალისტი და კორესპონდენტი.

ტო ჰოაი

ტო ჰოაი
სრული სახელი Tô Hoài
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1920
დაბადების ადგილი ჰანოი
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 2014
გარდაცვალების ადგილი ჰანოი
საქმიანობა მწერალი
ენა ვიეტნამური ენა
ეროვნება ვიეტნამელი
მოქალაქეობა  ვიეტნამი
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
ჯილდოები ხო ში მინის პრემია

მისი ნამდვილი სახელია ნგიუენ სენი, ხოლო ფსევდონიმი, რომლითაც მას ვიცნობთ, მომდინარეობს მდინარე ტო ლჩისა და ჰა ჩონგის პროვინციის სახელებიდან, რომლებიც მისი მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნაობებია. მისი ნამუშევრები ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე, 1996 წელს კი მან ჰო ჩიმინის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტო ჰოაი (დაბ. ნგიუენ სენი) დაიბადა 1920 წელს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში. ის ხელოსნების ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი ქსოვით ირჩენდა თავს. მან დაამთავრა დაწყებითი სკოლა, თუმცა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, უმაღლესი განათლების მიღება არ დასცალდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან არაერთგზის გამოიცვალა სამუშაო სფერო, მათ შორის იყო ხელოსანი, დამრიგებელი, გამყიდველი, ბუღალტერი და სხვა, თუმცა სწავლის მიღების წყურვილი მას არასდროს ტოვებს. შედეგად, მან თვითგანათლებას მიმართა, ეს მანამ, სანამ იგი ვიეტნამის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერლად არ იქცეოდა.

მისი ლიტერატურული აღმასვლა 1940-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა რიგით ჰანოის გაზეთში საკუთარი ნაწარმოებებისა და წერილების გამოქვეყნება დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის დაახლეობით 150 ტექსტის ავტორობა, რომელთა უდიდესი ნაწილი საბავშვო კლიტერატურას განეკუთვნება. მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია ჭრიჭინას დღიური, რომელიც 37-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მასზე დაფუძნებული არაერთი კინოადაპტაცია, კომიქსი თუ ანიმეც კი გამოსულა. დიდი დროის გასვლის მიუხედავად, ვიეტნამის სკოლების დაწყებით კლასებში დღესაც შეასწავლიან ნაწარმოების ერთ თავს.

ტო ჰოაის ნაწარმოებები და, ზოგადად, ნებისმიერი სახის ლიტერატურული ტექსტები ძირითადად ხუთ თემას აერთიანებს, ესენია: ბავშვები, ჰანოის გარეუბნის ისტორია და აწმყო, მთიანი რეგიონები ვიეტნამში, წინააღმდეგობა და სოციალიზმის ფორმირება, ავტობიოგრაფია.

გვიან სიცოცხლეში მან შეწყვიტა ნაწარმოებებზე მუშაობა და სტატიების გამოქვეყნებას შეუდგა. ტო ჰოაი 93 წლის ასაკში, 2014 წლის 6 ივლისს, გარდაიცვალა, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში. მისი გარდაცვალება აღინიშნა, როგორც რევოლუციამდელ ვიეტნამის ეპოქის უკანასკნელი ავტორის გარდაცვალება.  

წინააღმდეგობრივი პერიოდი

რედაქტირება

1945 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ, ტო ჰოაი მონაწილეობდა სამხრეთის მარშის მოძრაობაში, გაემგზავრა Việt Bắc პროვინციაში გაზეთ Cứu quốc-ის (ეროვნული ხსნა) ჟურნალისტად. იქ ის მუშაობდა გაზეთ Cứu quốc Việt Bắc - ის ხელმძღვანელად (Viet Bac National Salvation და ჟურნალ Cứu quốc- ის მთავარ რედაქტორად). ასევე შეუერთდა ვიეტნამის ხელოვნებისა და ლიტერატურის ასოციაციას 1951წელს.

ვიეტნამში მშვიდობის აღდგენის შემდეგ, 1957 წლის პირველ ყრილობაზე აირჩიეს ასოციაციის გენერალურ მდივანად. 1958-1980 წლებში იყო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, შემდეგ კი ვიეტნამის მწერალთა კავშირის ვიცე გენერალური მდივანი.

1966 წლიდან 1996 წლამდე იგი ასევე იყო ჰანოის ხელოვნების ასოციაციის თავმჯდომარე.

ტო ჰოაის მიენიჭა მრავალი საპატიო თანამდებოდა. იგი აირჩიეს ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის წევრად მეშვიდე სესიაზე, წარდგენილი იყო ჰანოის დემოკრატიული პარტიის ვიცე-თავმჯდომარედ, აზია-აფრიკა-ლათინო ამერიკის სოლიდარობის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ და ვიეტნამ-ინდოეთის თანამეგობრობის კავშირის თავმჯდომარედ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nhà văn Tô Hoài qua đời.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტო_ჰოაი“-დან
  NODES