ფილიპსი (Philips Electronics)1891 წელს ქალაქ ეინდჰოვენში დაარსებული კომპანია. მისი დამფუძნებელი იყო ჯერარდ ფილიპსი, რომელმაც გადაწყვიტა ელექტრონული ნათურების წარმოების აწყობა. კომპანიის პერსონალი შედგებოდა 10 ადამიანისგან და საშუალოდ დღეში უშვებდა 100 – 200 ელექტრო ნათურას, რომლებიც იყიდებოდა მხოლოდ ნიდერლანდებში.

Philips Electronics
დაფუძნდა 1891
დამაარსებელი ჯერარდ ფილიპსი
სათავო ოფისი ნიდერლანდები
პარტნიორი ანტონი ფილიპსი
 
ჯერარდ ფილიპსი

1895 წელს კომპანიას შეუერთდა ჯერარის ძმა ანტონი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის ორგანიზება.

ერთ–ერთი სარეკლამო კომპანია ანტონ ფილიპსმა ჩაატარა 1898 წელს, როდესაც სარეკლამოდ გამოიყენა საფოსტო მარკები ნიდერლანდური ნაციონალური ტანსაცმლის გამოსახულებით. თითოეული მარკის თავში გაკეთებული იყო ელექტრონული ნათურის ფონზე გამოსახული წარწერა Philips.

კომპანიამ საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი თავის ქვეყანაში და 1916 წელს ნიდერლანდების დედოფალმა ვილგელმინამ მიანიჭა უფლება სამეფო სახელწოდების დამატების «Royal». დამფუძნებლების ჯერარის და ანტონის დევიზი „ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები უფრო მეტად მნიშვნელოვანია“ დღესაც აქტუალურია კომპანიისთვის. 1999 წელს ძმებ ფილიპსებს მიენიჭათ ჰოლანდიის „XX საუკუნის საუკეთესო მეწარმის“ წოდება.

1910 წელს კომპანია ხსნის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიას. ოცდაათიანი წლებიდან ფილიპსი იწყებს სამედიცინო აპარატურის გამოშვებას. ამავე პერიოდიდან იწყება ელექტროსაპარსების წარმოება ცნობილი მარკით PhiliShave.

1926 წლიდან იწყება შემუშავება და 1930 წელს ჩნდება კომპანიის ახალი ლოგოტიპი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია. ლოგოზე გამოსახული ტალღები გამოხატავს რადიოტალღებს, ვარსკვლავები – საღამოს ცას, რომელშიც გადის საღამოს რადიომიმღებებთან შეკრებილი ხალხისთვის რადიოტალღები. 1938 წელს ლოგოზე ჩნდება ფარი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია ფილპსმა გააძლიერა სამეცნიერო–კვლევითი მიმართულებით მუშაობა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი იყო ცნობილ ბრენდთან პანასონიკთან (Panasonic) დადებული პარტნიორობის ხელშეკრულება.

მსოფლიო ბრენდს ჰქონდა რამდენიმე რევოლუციური გარღვევა. 1948 წელს გამოგონებული იქნა ხანგრძლივად დამკრავი ფირფიტა, 1958 წელს – სტერეოფონიური ტექნიკა, 1963 წელს კომპაქტური აუდიოკასეტა, 1982 წელს კომპანია სონისთან (SONY) ერთად შექმნილი იქნა ციფრული კომპაქტ დისკი.

Philips Lighting განათების აპარატურის ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოს მაშსტაბით. 65 % აეროპორტების, 30 % საავადმყოფოების, 35 % ავტომობილების და 55 % სტადიონების განათებულია სწორედ ამ კომპანიის განათების აპარატურით.

ამჟამად კომპანია ფილიპსი – კონცერნი ერთ–ერთი წამყვანია მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რადიომიმღებების, ელექტროსამართებლის, მაგნიტოფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ლაზერული დისკების, სამედიცინო აპარატურის, მობილური ტელეფონების, მიკროსქემების და ა.შ. სფეროებში.

კომპანიის ოფისები განთავსებულის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საერთო ჯამში მათში დასაქმებულია დაახლოებით 44 000 ადამიანი.

ყოველ წლიურად კონცერნის ბიუჯეტიდან სამეცნიერო–კვლევების ჩასატარებლად გამოიყოფა 2,5 მილიარდი ევრო.

1971 წლამდე კომპანიას ხელმძღვანელობდა ანტონ ფილიპსის შვილი ფრიც ფილიპი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წელს 101 წლის ასაკში. ამჟამად კონცერნს ხელმძღვანელობს ჯერარ კლეისტერლე. სათაო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში.

ლოგოების გალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES
Done 1
News 1