ფუფალა (ლათ. Areca catechu) — პალმისებრთა ოჯახის მცენარე. ტანწერწეტა პალმაა. სიმაღლე 12-18 მ, ზოგჯერ 30 მ. წვერში 2 მ სიგრძის 8-10 ლამაზი, ფრთისებრი ფოთლები აქვს.

ფუფალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Areca catechu

ველურად იზრდება კუნძულ ტაივანზე ტენიან ტროპიკულ ტყეებში, ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე. კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია; თესლი შეიცავს არეკოლინს და სხვა ალკალოიდებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ბეტელის კომპონენტებია და მედიცინაში იყენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  NODES