ღერღეტი
ღერღეტი (ლათ. Branta) — ფრინველთა გვარი იხვისებრთა ოჯახისა. წააგვანან ბატებს. აქვთ მოკლე კისერი, მოკლე და საფუძველთან შემაღლებული ნისკარტი. მათი სხეულის სიგრძეა 60 სმ, მასა — 8 კგ. შეფერილი არიან თეთრად და შავად, მაგრამ წითელგულა ღერღეტის შეფერილობაში გვხვდება მოწითალო-მოყავისფრო ფერი. ჰავაის ღერღეტის გარდა, ყველა სხვა სახეობა ბუდობს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრების ნირით ახლოს დგანან ბატებთან. ზოგიერთი ღერღეტის ყიყინი ძაღლის ყეფას წააგავს.
ღერღეტი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ლოყათეთრი ღერღეტი (Branta leucopsis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Branta (Scopoli, 1769) | |||||||||||||
|
ძველ ქართულში და ქართული ენის ჯავახურ დიალექტზე ღერღეტი,[1][2] ღერღედი[3] ან ყერყეტი[4] იგივეა, რაც ბატი.
სახეობები
რედაქტირებაგვარი მოიცავს 6 თანამედროვე და რამდენიმე ამომწყდარ სახეობას:
თანამედროვე სახეობები
რედაქტირება- Branta bernicla — შავი ღერღეტი
- Branta bernicla hrota — ატლანტური შავი ღერღეტი (ქვესახეობა)
- Branta bernicla nigricans — ამერიკული ღერღეტი (ქვესახეობა)
- Branta bernicla bernicla (ქვესახეობა)
- Branta leucopsis — ლოყათეთრი ღერღეტი
- Branta canadensis — კანადური ღერღეტი
- Branta hutchinsii — მცირე კანადური ღერღეტი
- Branta ruficollis — წითელგულა ღერღეტი
- Branta sandvicensis — ჰავაიური ღერღეტი
ამომწყდარი სახეობები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Акимушкин И. И. Мир животных: Птицы. Рыбы. Земноводные и пресмыкающиеся. — 3-е изд. — М.: Мысль, 1995. — 464 с.
- Ганзак Я. Иллюстрированная энциклопедия птиц / Ян Ганзак; Пер. Е. Фиштейна; Под ред. И. А. Нейфельдт и П. М. Позднышева. — Прага: Артия, 1974.