შაჰი
შაჰი (სპარსულად: شاه, ძველსპარსული სიტყვიდან „ხშათრა-ფავა“ — „მეფე“; ძველბერძნული — „სატრაპი“) — მონარქის აღმნიშვნელი სიტყვაა სპარსულ ენაში.
- სპარსეთისა და სპარსეთის იმპერიის მონარქების ტიტული. მისი ევროპული შესატყვისია „მეფე“ (სპარსეთის სამეფოს ხანაში) ან „იმპერატორი“ (სპარსეთის იმპერიის / ირანის იმპერიის ხანაში). უკანასკნელმა ირანის შაჰმა, მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ, კორონაციის დროს მიიღო „შაჰინშაჰის“ -„شاهنشاه“ (იმპერატორი / „მეფეთა მეფე“) ტიტული.