ჩისი[1] (ინგლ. Chishi Island) — ჩილვის ტბაში მდებარე დასახლებული კუნძული მალავიში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით შედის მალავის სამხრეთი რეგიონის ზომბის რაიონის შემადგენლობაში.

ჩისი
მშობ. სახელი: ინგლ. Chishi Island

ჩისის კუნძული ჩილვის ტბაში
გეოგრაფია
მდებარეობა ჩილვის ტბა
კოორდინატები 15°20′00″ ს. გ. 35°37′00″ ა. გ. / 15.33333° ს. გ. 35.61667° ა. გ. / -15.33333; 35.61667
ფართობი 12-21 კმ²
მალავის დროშა მალავი
რეგიონი მალავის სამხრეთი რეგიონი
რაიონი ზომბის რაიონი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1591 ად. (1998)

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული დაახლოებით მდებარეობს ტბის დასავლეთ სანაპიროსთან და პატარა ბორცვის გაგრძელებას წარმოადგენს. აღმოსავლეთით კუნძული გარშემორტყმულია ჩილვის ტბის ღია წყლებით, დასავლეთით კი ვაკე, ჭაობიანი ადგილებით. ტბის წყლის დონის ცვალებადობის და მისი დაბალი სიღრმის გამო ტბის ფართობიც განიცდის ცვლილებას (საშუალოდ 12-21 კმ²). ყველაზე უფრო დაბალი სიღრმის დროს ჩისის კუნძულიდან მატერიკამდე ფეხით მიღწევაც კი შესაძლებელია.

მოსახლეობა

რედაქტირება

1998 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა 1591 ადამიანი, რომელთა ნაწილი აქ დროებით არიან დასახლებულნი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეკუთვნის ნიანჯას ხალხს.

ეკონომიკა

რედაქტირება

მოსახლეობის დაახლოებით მესამედი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, დანარჩენი ორი მესამედი კი სხვა სექტორებში, უპირველეს ყოვლისა მეთევზეობით.

კუნძულზე შემუშავებულია ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების სხვადასხვა ტრადიციული წესები, რომლებიც დღეისათვის შენარჩუნებულია რეგიონის შედარებით სიშორის გამო.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩისი&oldid=4432066“-დან
  NODES