ჯუ სი
ჯუ სი, ჯუ-ცი (ჩინ.: 朱熹; დ. 1130 — გ. 1200) — ჩინელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ნეოკონფუციანელობის წარმომადგენელი. ავითარებს დუალისტურ კონცეფციას ორი საწყისის — იდეალურის — „ლის“ („კანონი“, „პრინციპი“, „წესი“), რომელიც წინ უსწრებს ყველაფერს, და მატერიალურის — „ცის“ („ნივთიერება“, „მატერიალური ძალა“) უფორმო „ტაი-ციში“ („დიადი საზღვარი“, „დიადი პირველსაწყისი“) გაერთიანების შესახებ. ჯუ სის თვალსაზრისმა დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე არა მარტო ჩინეთში, არამედ კორეაშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯუ სი“ ვიკისაწყობში.
- ჯუ სი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჯუ სი — Internet Encyclopedia of Philosophy