ჰაფელი
მდინარე გერმანიაში
ჰაფელი (გერმ. Havel)[1] — მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში, რომელიც გადის პომერანიის, ბრანდენბურგის, ბერლინის, საქსონია-ანჰალტის ტერიტორიებს. წარმოადგენს მდინარე ელბის მარჯვენა შენაკადს და შეადგენს 325 კილომეტრს სიგრძეში. თუმცა, სათავიდან შესართავამდე პირდაპირი დაშორება მხოლოდ 94 კილომეტრს შეადგენს.
ჰაფელი გერმ. Havel | |
---|---|
მდინარე ჰაფელი ფრენდშაფტსინზელის კუნძულთან, პოტსდამში | |
ქვეყანა | გერმანია |
ტერიტორიული ერთეულები | პომერანია, ბრანდენბურგი, ბერლინი, საქსონია-ანჰალტი |
ქალაქები | პოტსდამი, ბერლინი |
მარჯვენა შენაკადები | რინი, დოსე |
მარცხენა შენაკადები | ვობლიცი, ბრისი, შპრეე, ნუტე |
სათავე | 53°28′04″ ჩ. გ. 12°56′08″ ა. გ. / 53.46778° ჩ. გ. 12.93556° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ანკერშაგენი, მეკლენბურგი |
სათავის სიმაღლე | 65 მ |
შესართავი | 52°54′30″ ჩ. გ. 11°52′38″ ა. გ. / 52.90833° ჩ. გ. 11.87722° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | რუშტედტი-გნევსდორფი |
შესართავის სიმაღლე | 22 მ |
სიგრძე | 325 კმ |
აუზის ფართობი | 22, 858 კმ² |
წყლის ხარჯი (მინ.) | 18.8 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 103 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 215 მ³/წმ |
მდინარეები: ჰაფელი (მუქი ლურჯი) და რინი (ფირუზი) | |
— სათავე, — შესართავი | |
ჰაფელი ვიკისაწყობში |
ჰაფელი, სიგრძის დიდ ნაწილზე სანაოსნოდ ვარგისია და იგი მნიშვნელოვან საკავშირო ფუნქციას ასრულებს გერმანიის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.