1510-იანები
ათწლეული
1510-იანი (ათას ხუთას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1510-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1510 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1519 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XV – XVI – XVII |
ათწლეული: | 1480-იანები 1490-იანები 1500-იანები
– 1510-იანები – |
წლები: | 1510 · 1511 · 1512 · 1513 · 1514 1515 · 1516 · 1517 · 1518 · 1519 |
მოვლენები
სარჩევი: 1510 1511 1512 1513 1514 1515 1516 1517 1518 1519
- 23 ნოემბერი : იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გელათის მონასტერი გადაწვა.
- 24 აგვისტო : ალფონსუ დ'ალბუკერკემ მალაკას სასულთნო დაიპყრო და პორტუგალიის ზღვის გადაღმა ტერიტორიებს შეუერთა.
- კახეთის მეფემ გიორგი II-მ ტახტის მისაკუთრების მიზნით მოკლა საკუთარი მამა ალექსანდრე I დიმიტრი ბატონიშვილი შეიპყრო, დასთხარა თვალები და ცოლ-შვილიანად გააძევა კახეთიდან.
- 19 ოქტომბერი : მარტინ ლუთერი თეოლოგიის დოქტორი გახდა.
- 1 ნოემბერი : მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა.
- მოსკოვის დიდ სამთავროსა და პირადი უნიით გაერთიანებულ ლიტვის დიდი სამთავროსა და პოლონეთის სამეფოს ძალებს შორის დაიწყო ომი.
- ესპანეთმა ზემო ნავარა დაიპყრო.
- ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ პანამის არხი გაიარა და წყნარი ოკეანე ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
იანვარი–ივნისი
რედაქტირება- 20 იანვარი – კრისტიან II გახდა დანიის და ნორვეგიის მეფე.
- 9 მარტი – რომის პაპი გახდა ლეო X.
- 2 აპრილი – ხუან პონსე დე ლეონი იყო პირველი ევროპელი რომელმაც, აღმოაჩინა ფლორიდა.
- 6 ივნისი – იტალიური ომები – ნოვარას ბრძოლა: შვეიცარიულმა ჯარმა დაამარცხა ფრანგები, რომელსაც ლუი დე ლა ტრეიმილი ხელმძღვანელობდა და აიძულესი ისინი დაეტოვებინათ მილანი. ქვეყანაში აღდგენილი იქნა მაქსიმილიან სფორცას ხელისუფლება.
ივლისი–დეკემბერი
რედაქტირება- 9 სექტემბერი – ფლოდენის ბრძოლა: შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV დამარცხდა, ის ბრძოლის ველზე იქნა მოკლული, ამ ბრძოლაში ინგლისურ მხარეს ხელმძღვანელობდა ტომას ჰოვარდი. ჯეიმზის შვილი ჯეიმზ V გახდა შოტლანდიის ახალი მეფე.
- 25 სექტემბერი – ვასკო ნუნიეს დე ბალბოა, გახდა პირველი ევროპელი ვინც წყნარი ოკეანე იხილა ამერიკის მხრიდან.
- 7 ოქტომბერი – სკიოს ბრძოლა: ამ ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ ესპანელები და ვენეციელები, ესპანელებს ხელმძღვანელობდა რამონ დე კარდონა, ხოლო ვენეციელებს ბართლომეო დალვიანო.
- დეკემბერი – ლუი XII-მ დაამყარა მშვიდობიანი ურთიერთობა პაპთან და ესპანეთის მეფესთან.
დაუთარიღებელი
რედაქტირება- ფერნანდო მაგელანი გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც მიკრონეზიამდე მიაღწია.
- ნიკოლო მაკიაველმა დაწერა The Prince.
- ლეო აფრიკანუსი ესტუმრა ქალაქ ტომბუქტუს, სონგაის იმპერიის მეორე უდიდეს დასახლებას.
- მტკვრის ციხის აღება სცადა ავ-გიორგიმ, ალყა 3 თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ.
იანვარი–ივნისი
რედაქტირება- მარტი : ლუი XII-მ დაამყარა მშვიდობიანი ურთიერთობა იმპერატორ მაქსიმილიან I-თან
- ივნისი : ჰორნშოლის ბრძოლა. ბრძოლა გაიმართა ინგლისსა და შოტლანდიას შორის, შოტლანდიის ქალაქ ჰოიკის სიახლოვეს.[1]
ივლისი–დეკემბერი
რედაქტირება- ივლისი : დამყარდა მშვიდობიანი ურთიერთობა საფრანგეთსა და ინგლისს შორის.
- 23 აგვისტო : ჩალდირანის ბრძოლა: მოხდა ბრძოლა ოსმალეთსა და სეფიანთა ირანს შორის. ოსმალეთის მმართველი იყო სელიმ I, ხოლო ირანის ისმაილ I. ბრძოლა დასრულდა ოსმალეთის გამარჯვებით.
- 8 სექტემბერი : ორშის ბრძოლა: ბრძოლა მოხდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და მოსკოვის დიდი სამთავროს შორის. ბრძოლა დასრულდა რუსების დამარცხებით.
- 15 სექტემბერი : ტომას უოლსი დაინიშნა იორკის არქიეპისკოპოსად.
- 9 ოქტომბერი : ლუი XII-მ იქორწინა მარია ტიუდორზე.
- 23 დეკემბერი : კონკისტადორ დიეგო ველასკეს დე კუელიარის მიერ დაარსდა კუბის ქალაქი ტრინიდადი.
იანვარი-ივნისი
რედაქტირება- 1 იანვარი : პარიზში გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XII. ის ქვეყანას ჩვიდმეტი წლის მანძილზე მართავდა.
- 25 იანვარი : საფრანგეთში მოხდა ახალი მეფის ფრანსუა I-ის კორონაცია, ის იყო გარდაცვლილი მეფე ლუი XII-ის შორეული ნათესავი. ფრანსუა I იყო ვალუა-ანგოულემის დინასტიის წარმომადგენელი.
- 24 მარტი : დაიდო პარიზის ზავი
- 12 ივნისი : ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა საბოლოოდ მოახდინა ანატოლიის დაპყრობა.
- ადენთან ოსმალეთმა მოახერხა პორტუგალიელიების შეტევის მოგერიება.
ივლისი–დეკემბერი
რედაქტირება- 12 აგვისტო : იზაბელა ავსტრიელი გახდა დანია-ნორვეგიის მეფის კრისტიან II-ის მეუღლე.
- 25 აგვისტო : კუნძულ კუბაზე, კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა დააარსა ქალაქი ჰავანა.
- 5 სექტემბერი : ოსმალეთმა მოახერხა სპარსეთის დედაქალაქის თავრიზის დაკავება, თუმცა მისი შენარჩუნება დიდი ხნით ვერ მოახერხა და მალევე დათმო ეს ტერიტორია.
- 13 :14 სექტემბერი – მარინიანოს ბრძოლა: ფრანგულმა არმიამ დაამარცხა შვეიცარიელები. ამ ბრძოლაში საფრანგეთის მხარეს იბრძოდა ვენეციის რესპუბლიკა. საფრანგეთმა აღადგინა თავისი კონტროლი მილანზე.
- 13 დეკემბერი : ესპანელი აღმომჩენი და ზღვაოსანი ხუან დიას დე სოლისი, ლა-პლატის ყურის მეშვეობით ჩავიდა არგენტინაში.
- 15 ნოემბერი : ტომას უოლსი გახდა კარდინალი.
დაუთარიღებელი
რედაქტირება- დაარსდა მანჩესტერის გრამატიკული სკოლა.
- გაიმართა ვენის კონგრესი.
- სპარსეთის ყურეში არსებული კუნძული ორმუზი შევიდა პორტუგალიის იმპერიის შემადგენლობაში.
- პორტუგალიაში დაიწყო ბელენის ციხესიმაგრის მშენებლობის პროცესი, რომელიც დასრულდა 1521 წელს.
იანვარი-ივნისი
რედაქტირება- 22 იანვარი : რიდანიას ბრძოლა: თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა სელიმ I-ს ხელმძღვანელობით დაამარცხა, მამლუქების არმია ეგვიპტეში.
- 3 თებერვალი : კაირო დაიკავა ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა. მამლუქების სახელმწიფო დაეცა.
- 8 თებერვალი : ესპანელი კონკისტადორი ფრანსისკო ერნანდეს-დე-კორდობა გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დადგა კუნძულ კოსუმელზე, ამის შემდეგ ის გადავიდა იუკატანის ნახევარკუნძულზე. სწორედ ამ აღმომჩენმა უწოდა მექსიკის სანაპიროებთან არსებულ ყურეს კამპეჩე.
- 16 მარტი : ქალაქ რომში დასრულდა ლატერანის მეხუთე საეკლესიო კრება. რომელიც დაიწყო 1512 წელს პაპ იულიუს II-ის პერიოდში.
- 20 აპრილი : მოლდავის მეფის ბოგდან III-ის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს მმართველი გახდა სტეფან IV. ის სახელმწიფოს ათი წლის განმავლობაში მართავდა.
ივლისი-დეკემბერი
რედაქტირება- 15 აგვისტო : პორტუგალიელი ვაჭარი ფერნანდო პირეს დე ანდრადე შეხვდა მინის დინასტიის სახელმწიფო პირებს. ეს არ იყო ევროპელების პირველი სავაჭრო ექსპედიცია ჩინეთში, ევროპელთა პირველი ექსპედიცია მოეწყო 1513 და 1516 წლებში, ხორხე ალვარეშის და რაფაელ პერესტრელოს ხელმძღვანელობით.
- 31 ოქტომბერი : პროტესტანტული რეფორმაცია: მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა მისი 95 თეზისი (95 თეზისის გამოქვეყნება მოხდა გერმანიის ქალაქი ვიტენბერგში).
- 18 ნოემბერი : ესპანეთის მეფე კარლ V მოხვდა ვალიადოლიდში.
დაუთარიღებელი
რედაქტირება- მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი III-მ მოახდინა რიაზანის სამთავროს დამორჩინება.
- ნიდერლანდების ქალაქი ომმენი ხანძარმა გაანადგურა.
- აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ბასილი.
- საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ქვეყნის ჩრდილოეთით დააარსა ახალი ქალაქი ჰავრი.
იანვარი–ივნისი
რედაქტირება- 18 აპრილი – ბონა სფორცა გახდა პოლონეთის დედოფალი. ის იყო პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის მეუღლე.
- ესპანელმა კონკისტადორმა ხუან დე გრიჰაველმა თავისი ოთხი გემის თანხლებით დატოვა კუბის ტერიტორია.
- ალჟირში ქალაქ ორანთან მომხდარ ბრძოლაში. დაიღუპა ოსმალი აბუჯ ბარბაროსა.
- 5 მაისი – ლორენცო II მედიჩიმ იქორწინა მადლენ დე ლა ტურ-დ'ოვერნზე. ქორწინება ჩატარდა ამბუაზის ციხესიმაგრეში.
ივლისი–დეკემბერი
რედაქტირება- 16 ივლისი – პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა ცოლად შეირთო ელეონორა ავსტრიელი.
- 3 ოქტომბერი – ლონდონის ხელშეკრულება არააგრესიის პაქტი ევროპის ძირითად ერებს შორის.
- 7 ოქტომბერი – მარტინ ლუთერი ჩავიდა ქალაქ აუგსბურგში. სადაც ის შეხვდა პაპის წარმომადგენელ ტომას კაეტანს.
დაუთარიღებელი
რედაქტირება- ტროპიკულმა ჭიანჭველებმა გაანადგურეს მოსავალი კუნძულ ჰაიტზე.
- გაიხსნა მანჩესტერის გრამატიკული სკოლა.
- დაიწყო აფრიკელი მონებით ვაჭრობა.
- ლონდონში დაფუძნდა სამეფო საექიმო კოლეჯი.
- ტიციანმა დაიწყო The Worship of Venus-ის ხატვა. ამ ტილოს ხატვა მიმდინარეობს 1518-1520 წლებში. ამჟამად ტიციანის ეს ნამუშევარი ინახება მადრიდის პრადოს მუზეუმში.
- სამცხე-საათაბაგოს მმართველის მანუჩარ I ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ, ამ მხარის მმართველი ხდება ყვარყვარე III ჯაყელი.
- აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა ირანის ვასალები გახდნენ.
- მოკლული იქნა ადალის სულთანი მუჰამედ აბნ აზჰარ ად-დინი.
იანვარი–ივნისი
რედაქტირება- 1 იანვარი – ულრიხ ცვინგლი გახდა ციურიხის კათედრალური ტაძრის მოძღვრი
- 4 მარტი – ერნან კორტესმა დატოვა კუბა და გადავიდა მექსიკის ტერიტორიაზე
- 21 აპრილი – ერნან კორტესმა მექსიკის ყურის სანაპირო ზოლში დააარსა ქალაქი ვერაკრუსი
- 28 ივნისი – ესპანეთის მეფე კარლ I გახდა, საღვთო რომის იმპერატორი კარლ V ჰაბსბურგი. (ქვეყნის მმართველი იყო 1556 წლამდე).
ივლისი–დეკემბერი
რედაქტირება- 4 ივლისი – მარტინ ლუთერი შეუერთდა კამათს რომელიც მიმდინარეობდა პაპის ძალაუფლებასთან დაკავშირებით ქალაქ ლაიფციგში. აქ იმყოფებოდა ცნობილი გერმანელი თეოლოგი და კათოლიციზმის დამცველი იოჰან ეკი.
- 16 ივლისი – პოლონელმა ეპისკოპოსმა იან ლუბრანსკმა ქალაქ პოზნანში დააარსა აკადემია. შემდეგ ამ აკადემიას მისი სახელი ეწოდა.
- 15 აგვისტო – ესპანელმა კონკისტადრომა პედრო არიას დე ავილამ, ცენტრალური ამერიკის სამხრეთით დაარსდა ქალაქი პანამა.
- 20 სექტემბერი – ფერნანდო მაგელანმა დატოვა ევროპა და ის წავიდა დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ.
- 8 ნოემბერი – ერნან კორტესი შევიდა აცტეკების სატახტო ქალაქ ტენოჩტიტლანში. ამ პერიოდში აცტეკთა იმპერიის მმართველი იყო მონტესუმა II.
დაუთარიღებელი
რედაქტირება- ერასუსმა გამოაქვეყნა თავისი Colloquia.
- ესპანელებმა აღმოაჩინეს ბარბადოსი.
- მოხდა კაკაოს ჩატანა ევროპაში.
- კუბის ქალაქი ჰავანა გადატანილი იქნა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მანამდე ეს დასახლება არსებობდა სამხრეთ სანაპიროზე.
- ესტონეთის ქალაქ ტალინში დასრულდა წმინდა ოლაფას ტაძრის მშენებლობის პროცესი, რომელიც დაწყებული იყო 1438 წლიდან.
- ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის კუნძულებზე გავრცელდა, ეპიდემია. ამ ეპიდემიის შედეგად დაიღუპა მრავალი ადამიანი.
- მესოამერიკაში სრულდება პოსტკლასიკური კულტურა.
- ქალაქი ტუნისი აიღო ჰაიდ-ად-დინ ბარბაროსამ.
- პორტუგალიელებმა აიღეს ინდოეთის სანაპირო ზოლში არსებული ქალაქი ნაგაპატინამი
- დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა მალაქია I. ის დასავლეთ საქართველოს ეკლესიას მართავდა 1540 წლამდე.
- ოსმალთა სულთანმა სელიმ I-მა მოახერხა ჯელალიების აჯანყების ჩახშობა.
- დაიწყო ომი პოლონელებსა და ტევტონთა ორდენის წარმომადგენლებს შორის. ბრძოლა დასრულდა 1521 წელს, კრაკოვის ზავის დადებით.
- საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში დაიწყო შამბორის ციხესიმაგრის მშენებლობის პროცესი. მშენებლობა დასრულდა 1547 წელს.
პოლიტიკა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებაკულტურა
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2010-10-29.