McDonnell Douglas (ახლა უკვე Boeing) F/A-18 Hornet (ინგლ. Hornet - კრაზანა) — ორ ძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მეტეოპირობებშია შესაძლებელი. F/A-18 დაპროექტებულია როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად (აბრევიატურაში F/A — A ნიშნავს Attack, მოიერიშე, ხოლო F - Fighter, გამანადგურებელი). დღემდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამ თვითმფრინავს ავიამზიდებზე იყენებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საპილოტაჟო ჯგუფი „ლურჯი ანგელოზები“ 1986 წლიდან ამ თვითმფინავებით დაფრინავს. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სპარსეთის ყურის ომში 1990-1991 წლებში. იგი ანადგურებდა მტრის თვითმფინავებს და ბომბავდა სამიზნეებს. 2002 წელს უფრო მოწინავე F/A-18E/F Super Hornet შევიდა ექსპლუატაციაში. პირველი ავიამზიდი, რომელმაც ახალი თვითმფრინავი მიიღო, „აბრაამ ლინკოლნი“ იყო. ის უფრო დიდია, აქვს უფრო ძლიერი ძრავები და უფრო მრავალდეროვანი შეიარაღება. 2003 წელს Super Hornet-მა მონაწილეობა მიიღო ერაყის ომისთვის მზადებაში. F/A-18 მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრავალმიზნობრივი თვითმფრინავია.

F/A-18 Hornet
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის F/A-18C
ფუნქცია მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი
წარმოება McDonnell Douglas / Boeing
Northrop
პირველი გაფრენა 18 ნოემბერი, 1978
წარდგენა 7 იანვარი, 1983
სტატუსი შეიარაღებაში
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები,
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი,
ავსტრალიის სამეფო-საჰაერო ძალები,
ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა F/A-18A/B/C/D: 1480[1]
ღირებულება 29–57 მილიონი აშშ-ის დოლარი (2006)[2]
გაუმჯობესებული YF-17
შეიქმნა F/A-18E/F Super Hornet
X-53 Active Aeroelastic Wing
ვარიანტები CF-18 Hornet
High Alpha Research Vehicle
FA-18-NAVY-Blue-Diamond

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Jenkins (2000), გვ. 186–187
  2. "F/A-18 Hornet strike fighter." დაარქივებული 2014-01-11 საიტზე Wayback Machine. U.S. Navy. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F/A-18_Hornet&oldid=4372796“-დან
  NODES
mac 1
os 1