Give Peace a Chance
„Give Peace a Chance“ — ჯონ ლენონის მიერ დაწერილი (ავტორებად მითითებულები არიან ლენონი–მაკ-კარტნი) და იოკო ონოსთან ერთად მონრეალის Queen Elizabeth Hotel-ში შესრულებული სიმღერა[1]. გამოცემული 1969 წელს Plastic Ono Band-ის მიერ, სინგლზე, იგი არის ლენონის პირველი ოფიციალური სოლოსინგლი. ჯონი ამ დროს ჯერ ჯგუფ The Beatles-ის წევრი იყო და მის ხელში სიმღერა იქცა ანტისაომარ ჰიმნად, რაც დაემთხვა ვიეტნამის ომს. სიმღერამ Billboard Hot 100-ში #14 პოზიცია დაიკავა, ხოლო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #2 იყო.
„Give Peace a Chance“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Plastic Ono Band | ||||
B-მხარე | „Remember Love“ (იოკო ონო) | |||
გამოსვლის თარიღი |
4 ივლისი, 1969 (ბრიტანეთი) 7 ივლისი 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1 ივნისი 1969, ნომერი 1742, Queen Elizabeth Hotel, მონრეალი, კვებეკი | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:54 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი | |||
პროდიუსერი | ჯონ ლენონი და იოკო ონო | |||
Plastic Ono Band — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნორმან, ფილიპი (2008). John Lennon: The Life. Doubleday Canada, გვ. 608. ISBN 978-0-385-66100-3.