ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

"Kinder Surprise" (კინდერ სიურპრიზი), იგივე Kinder Eggg[1] — შოკოლადის კვერცხი, რომელიც შეიცავს კაპსულას სათამაშოთი. აწარმოებს იტალიური კომპანია "Ferrero" 1974 [1] წლიდან, ნაწილია "Kinder"- ის ბრენდის. თავდაპირველად შეიქმნა მხოლოდ ბავშვებისთვის [2], როგორც იტალიური ტრადიციის - სააღდგომო კვერცხებში ბავშვებისთვის სათამაშოების დამალვის გაგრძელება. შემდგომში პოპულარული გახდა ზრდასრული ადამიანების შორისაც. გამოკითხვის შედეგად "Kinder Surprise" ყველაზე პოპულარულია რუსეთში, გერმანიაში და ბრიტანეთში. 1974 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 30 მილიარდზე მეტი შოკოლადის კვერცხი. [3]

Kinder Surprise
პროდუქტის ტიპი შოკოლადის კვერცხი
მფლობელი Ferrero SpA
წარდგენილი 17 თებერვალი, 1974; 50 წლის წინ (1974-02-17)
საიტი kinder.com/sorpresa

1966 წელს მიკელე ფერეროს - კომპანია "Ferrero"-ს მფლობელს - გაუჩნდა იდეა ისეთი შოკოლადის შექმნის, რომ ბავშვებს შეეძლოთ მასთან ერთად პატარა სიურპრიზიც მიეღოთ. იტალიაში არსებობდა აღდგომაზე ბავშვებისთვის კვერცხებში პატარა სათამაშოების ჩადების ტრადიცია [4] და მას უნდოდა შოკოლადისთვის კვერცხის ფორმა მიეცა. ფერერომ იდეა თანამშრომლებს გაუზიარა, მაგრამ მათ იდეა არ მოეწონათ - კვერცხის ფორმის შოკოლადში სათამაშოს ჩადების ავტომატიზირება მოუხერხებელი იქნებოდა და კვერცხები, მათი აზრით, მხოლოდ აღდგომაზე გაიყიდებოდა [5]. ფერეროს უნდოდა პროდუქტის რეკლამა რძის მაღალი შემცველობის სლოგანით, რადგან დედები შვილებისთვის ამას უპირატესობად ჩათვლიდნენ. კონცეპტის რეალიზაციისთვის მან მიმართა ვილიამ სალიჩეს, რომელიც დღეს კვერცხის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება.

პროდუქტმა დიდი წარმატება იქონია, დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 30 მილიარდი კვერცხი და გამოყენებული იუო 12 ათასამდე სათამაშო.

"Kinder Surprise" წარმოადგენს რძიანი შოკოლადის შიგნიდან ცარიელ კვერცხს, რომლის შიგნით მოთავსებულია კცერცხის ცილის მსგავსად ნარინჯისფერი ან მოყვითალო ფერის კაფსულა სათამაშოთი ან სათამაშოს დეტალებით. სათამაშოები ჩვეულებრივად კოლექციებით იყიდება, ბევრი კომპანია ასე აწარმოებს საკუთარი ფილმების, მულტსერიალების და სათამაშოების რეკლამას. წლიურად მზადდება ასამდე ახალი სათამაშო. იყიდება თხელ შეფუთვაში და იხსნება შუახე. შიგნიდან დაფარულია ტკბილი რძის კრემის ფენით. ქვეყნებში ცხელი კლიმატით იყიდება უფრო მკვრივი კვერცხი "Kinder Joy"-ის სახელით, რომელიც უფრო ძნელად დნება.

საფრთხე ჯანმრთელობისთვის

რედაქტირება

კვერცხში მოთავსებული სათამაშოს ან მისი დეტალის გადაყლაპვის შედეგად ბავშვის დაღუპვის რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. დიდ ბრიტანეთში სამი ოჯახი დაღუპული შვილებით მოითხოვდა "Kinder Surprise"-ის ევროკავშირში აკრძალვას. საკითხი განხილული იყო, მაგრამ პროდუქტი არ აიკრძალა, რადგან "მცირე ზომის სათამაშოები ან სათამაშოების დეტალი ძალიან ბევრია, და თუ აიკრძალება ყველაფერი, რაც ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს, მაშინ ბაზარი დაცარიელდება". [6] შეერთებულ შტატებში იყიდება მხოლოდ უსათამაშო კვერცხები, რადგან უსული საგნის შემცველი საკვების გაყიდვა აკრძალულია. კვერცხის შემოტანისთვის მოქმედებს ჯარიმა - 2500$ ერთ კვერცხზე. კვერცხი 2016 წელს ასევე ჩილეში აკრძალეს საკვებთან დაკავშირებით ახალი კანონების შემოღების შედეგად.

შეფუთვაზე მითითებულია, რომ სამ წელზე უმცროსი ბავშვისთვის პროდუქტის მიცემა არ არის რეკომენდებული და პატარა ბავშვების მშობლებმა მოხმარებისას მათ თვალყური უნდა ადევნონ. უსაფრთხოების მიზნით კვერცხებზე სპეციალურად გამოყოფილია ნახევრების დაყოფა და ცარიელ კვერცხში კაფსულები თავისუფლად მოძრაობენ, რომ ბავშვი მიხვდეს, რომ შიგნით რაღაცა დევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Harriet Pavey (15 Nov 2017). „Kinder eggs go back on sale in the US - almost 50 years after they are banned“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 11 April 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Kinder_Surprise“-დან
  NODES