Meteora (ალბომი)

ლინკინ პარკის ალბომი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Meteora — ამერიკული როკ ჯგუფის ლინკინ პარკის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2003 წლის 25 მარტს ლეიბლზე Warner Bros. Records. ალბომის პროდიუსერი ჯგუფთან ერთად დონ გილმორია. სახელწოდება მეტეორა აღებულია ამავე სახელის მქონე ბერძნული მართლმადიდებლური მონასტრების კოპლექსიდან. [1] ჯგუფს ალბომის ჩასაწერად თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

პირველ კვირაში ალბომის 810 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[2] ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ის სიაში. წლის განმავლობაში Linkin Park-მა გამოუშვა სინგლები Meteora-დან, მათ შორის: „Somewhere I Belong“, „Faint“, „Numb“, „From the Inside“ და „Breaking the Habit“. მეტეორამ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისაგან, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ალბომის მუსიკალური სტილი მისი წინამორბედის, Hybrid Theory-ის მსგავსია.

ალბომი გაიყიდა დაახლოებით 16 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით მსოფლიოში, რაც მას XXI საუკუნის მე-8 ყველაზე გაყიდვად ალბომად აქცევს. მინიჭებული აქვს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) 7 პლატინის სერტიფიკატი. „Session“ ნომინირებული იყო გრემის 46-ე დაჯილდოებაზე როგორც „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“.  

  1. Linkin Park. The Making of Meteora. https://www.youtube.com/watch?v=_Pj_OJWQNZc.
  2. Martens, Todd (2003-04-02). „Linkin Park's 'Meteora' Crashes Chart At No. 1“. Billboard. Nielsen Business Media, Inc. ციტირების თარიღი: 2009-02-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Meteora_(ალბომი)“-დან
  NODES