Slaves and MastersDeep Purple-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1990 წელს. ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი ჯო ლინ ტერნერის მონაწილეობით, რომელმაც შეცვალა იენ გილანი. მიუხედავად ამისა, დისკის The Battle Rages On... ჩაწერის დროს ტერნერი კვლავ იყო ჯგუფის პერსონალიში.

Slaves and Masters
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 1990
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 46:51
ლეიბლი BMG (ბრიტანეთი)
RCA (აშშ)
პროდიუსერი როჯერ გლოვერი
Deep Purple — ქრონოლოგია
The House of Blue Light
(1987)
Slaves and Masters
(1990)
The Battle Rages On...
(1993)
სინგლები ალბომიდან Slave and Masters
  1. „Love Conquers All“
    გამოცემის თარიღი: 1990
  2. „King of Dreams“
    გამოცემის თარიღი: 1990
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2/5 stars[1]

მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა არ მიიზიდა პრესის ყურადღება და პრაქტიკულად, ცუდად იყიდებოდა შტატებში, 1991 წლის ევროპული ტური მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა. ჯგუფის ამ პერსონალის (Mk V) დიდ პატივს სცემდნენ ცვალებადი სეტლისტების გამო.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„King of Dreams“რიჩი ბლეკმორი, ჯო ლინ ტერნერი, როჯერ გლოვერი5:26
2.„The Cut Runs Deep“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი, ჯონ ლორდი, იენ პეისი5:42
3.„Fire in the Basement“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი, ლორდი, პეისი4:43
4.„Truth Hurts“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი5:14
5.„Breakfast in Bed“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი5:17
6.„Love Conquers All“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი3:47
7.„Fortuneteller“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი, ლორდი, პეისი5:49
8.„Too Much Is Not Enough“ტერნერი, ბობ ჰელდი, ელ გრინვუდი4:17
9.„Wicked Ways“ბლეკმორი, ტერნერი, გლოვერი, ლორდი, პეისი6:33
  • The vinyl edition has "Fortuneteller" as track 4

Fire Ice & Dynamite (საუნდტრეკი)

რედაქტირება
  1. Fire, Ice & Dynamite (ბლეკმორი, გლოვერი, ტერნერი) - 4:33

ალბომის Slaves And Masters გარდა, Mk 5 სხვა სიმღერები წარადგინა 1990-91 წლებში. ერთ-ერთი იყო Slow Down Sister (სინგლიდან Love Conquers All). ასევე აღსანიშნავია Fire, Ice and Dynamite (რომელიც მოხვდა ამავე სახელწოდების ფილმში). სიმღერა შეტანილი იქნა ფილმის საუნდტრეკში. ჯონ ლორდი ამ სიმღერაში არ უკრავს - მის მაგივრად სინთეზატორებზე დაუკრა როჯერ გლოვერმა.

ალბომის არც ერთი სიმღერა არ შესრულებულა ცოცხლად 1991 წლის ტურის შემდეგ (გარდა შტატების). აღსანიშნავია მხოლოდ King Of Dreams, რომელიც მოხვდა 2002 წლის ჰიუზისა და ტერნერის ერთობლივ ევროპულ/იაპონურ ტურებში. ეს ვერსია ახლოს იყო ორიგინალურთან და მსმენელების ინტერესი მიიპყრო. იგი შეტანილი იქნა პროექტის 2002 წლის ალბომში Live In Tokyo.

პერსონალი

რედაქტირება
  NODES