The Flaming Lips — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული ოკლაჰომა-სიტიში, 1983 წელს.

The Flaming Lips

ბიოგრაფია
წარმოშობა ოკლაჰომა-სიტი, ოკლაჰომა, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ინდი როკი, ნეო-ფსიქოდელია, სპეის როკი, ექსპერიმენტული როკი
აქტიური 1983 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Restless Records
Warner Bros.
წევრები უეინ კოინი
მაიკლ აივინსი
სტივენ დროზდი
კლიფ სკარლოკი
ყოფილი წევრები რონალდ ჯონსი
ჯონათან დონაჰიუ
მარკ კოინი
დეივ კოსტკა
რიჩარდ ინგლიში
ნეითან რობერტსი
ჯონ მუნიჰემი
საიტი www.flaminglips.com
The Flaming Lips ვიკისაწყობში

ჯგუფი ცნობილი გახდა ფსიქოდელიური როკის ჟღერადობით, სპეის როკის სტილის ტექსტებით და სიმღერებისა და ალბომების უცნაური სახელწოდებებით, მაგალითად - Psychiatric Explorations of the Fetus with Needles, Free Radicals (A Hallucination of the Christmas Skeleton Pleading with a Suicide Bomber) და Yeah, I Know It's a Drag... But Wastin' Pigs Is Still Radical. მათ საკონცერტო გამოსვლებს ახლავს ფერადი შოუ, კოსტუმირებული სანახაობები, გასაბერი ბუშტები, თოჯინები, ვიდეო-პროექციები, გიგანტური ხელები, კონფეტის დიდი რაოდენობა და ლიდერ უეინ კოინის საყვარელი ატრიბუტი - პლასტიკური ბუშტი, რომელშიც თავად ჯდება და მაყურებლებს შორის მოძრაობს. 2002 წელს ჟურნალმა Q The Flaming Lips დაასახელა თავის ტრადიციულ გამოკითხვაში ’’50 ჯგუფი, რომელიც უნდა იხილო, სანამ მოკვდები’’.

1980 და 1990-იან წლებში ჯგუფმა ჩაწერა რამდენიმე სტუდიური დისკი და EP. ლეიბლთან Warner Brothers კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 1993 წელს მან გამოსცა ჰიტ-სინგლი She Don't Use Jelly. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ეს იყო მათი ერთადერთი წარმატებული სინგლი აშშ-ში, ჩანაწერმა და ჯგუფმა დაიმსახურეს კრიტიკოსების მაღალი შეფასება. ასე გაგრძელდა 1999 წელს, როდესაც გამოვიდა The Soft Bulletin (დასახელებული ჟურნალ NME მიერ წლის ალბომად) და 2002 წელსაც, დისკით Yoshimi Battles the Pink Robots. ინგლისსა და ევროპაში ჯგუფს მეტი ჰიტ-სინგლი ჰქონდა, ვიდრე შტატებში. 2007 წელს იგი წარდგენილი იქნა პრესტიჟულ ჯილდოზე BRIT, კატეგორიაში ’’საუკეთესო უცხოური ჯგუფი’’. 2007 წლისათვის The Flaming Lips-ს მიღებული ჰქონდა სამი გრემი, მათ შორის ორი - საუკეთესო ინსტრუმენტული როკ-შესრულებისათვის.

2009 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი Embryonic, ხოლო 22 დეკემბერს - კიდევ ერთი პროექტი, ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ცნობილი ალბომის The Dark Side of the Moon საკუთარი ინტერპრეტაცია.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  NODES
os 4