Windows 1.0
Windows 1.01 — Microsoft Windows-ის პირველი ვერსია. გამოვიდა 1985 წლის 20 ნოემბერს. ეს იყო კომპანია Microsoft-ის პირველი ცდა, რომ რეალიზება გაეკეთებინა ოპერაციული სისტემისათვის, რომელსაც მრავალი დავალებების შესრულება შეეძლებოდა. იგი შემუშავებული იყო პერსონალურ კომპიუტერებზე სამუშაოდ და მასზე რეალიზებული იყო გრაფიკული გარსი.
Microsoft Windows-ის ვერსია | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო |
პირველად გამოვიდა | 20 ნოემბერი, 1985[1] |
უკანასკნელი გამოშვება | 1.04 / აპრილი, 1987[1] |
ხელმისაწვდომი ენები | ინგლისური |
ლიცენზია | კომერციული |
წინა | MS-DOS (1981) |
შემდეგი | Windows 2.0 (1987) |
მხარდაჭერის სტატუსი | |
მხარდაჭერა შეწყდა 2001 წლის 31 დეკემბერს[2] |
შესაძლებლობები
რედაქტირებაWindows 1.01-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც MS-DOS-ის "სამოსელს", შემუშავდა MS-DOS-სთვის არსებულ პროგრამებთან სამუშაოდ, მასში რალიზებული იყო მრავალი დავალების შესრულების შესაძლებლობა და სტაბილური Application Programming Interface (API), მომავალი Windows-ის პროგრამებისთვის.
მისი განსაზღვრა, როგორც MS-DOS-ის "სამოსელი" გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი შემუშავებული იყო პროგრამებთან გრაფიკულ გარსში სამუშაოდ და არა როგორც სრულყოფილი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად ამისა, Windows 1.01 შეიცავდა საკუთარ დრაივერებს გრაფიკული ადაპტერებისთვის, თაგუნიებისთვის, კლავიატურებისთვის, პრინტერებისთვის და სერიული პორტებისთვის. იგულისხმებოდა, რომ პროგრამა გამოიყენებდა მხოლოდ API-ს, შემუშავებულს ამ დრაივერებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ MS-DOS-ში გრაფიკა და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა ძალიან შეზღუდული იყო, პროგრამებს უწევდათ მიემართათ პირდაპირ აპარატურული უზრუნველყოფისთვის (ან, ზოგიერთ შემთხვევაში BIOS-ისთვის), რათა შეესრულებინათ აუცილებელი მოქმედება. აქედან გამომდინარე, Windows 1.01 წარმოადგენდა არა მხოლოდ MS-DOS-ის "სამოსელს", არამედ ავსებდა და ხშირად ცვლიდა შესაძლებლობებს, რომლებიც არ იყო წარმოდგენილი MS-DOS-ში.
ვერსიის ისტორია
რედაქტირებაWindows-ის პირველი ვერსია გამოშვებული ატარებდა ნომერს 1.01. 1.0 არ გამოიშვა სერიოზული შეცდომის გამო.
ვერსია 1.02 გამოვიდა 1986 წლის მაისში და იყო საერთაშორისო, შეიცავდა სხვადასხვა ევროპული ენების მხარდაჭერას.
ვერსია 1.03 გამოვიდა 1986 წლის აგვისტოს და გათვალისწინებული იყო მხოლოდ ამერიკისთვის და შეიცავდა განახლებებს, რომლებიც უფრო ამსგავსებდნენ საერთაშორისო გამოცემას. მასში შესული იყო დრაივერები ევროპული კლავიატურებისთვის და დამატებითი დრაივერები მონიტორისთვის და პრინტერებისთვის.
ვერსია 1.04 გამოვიდა 1987 წლის აპრილში. დაემატა გრაფიკული ადაპტერებისთვის VGA, რომლებიც გამოჩნდა ახალ კომპიუტერებში სერიით PS/2 IBM-ისგან. ამავე დროს, კომპანია Microsoft-მა , კომპანია IBM-თან ერთად წარმოადგინა ახალი ოპერაციული სისტემა PS/2 გრაფიკული ინტერფეისით Presentation Manager, რომელსაც ჩანაფიქრის მიხედვით დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალა, როგორც MS-DOS-ი, აგრეთვე Windows-იც. Windows 1.01 ჩანაცვლდა 1987 წლის ნოემბერში, გამოსული Windows 2.0-ით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Windows Version History. Microsoft (September 23, 2011).
- ↑ Obsolete Products. Support. Microsoft (July 25, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2005. ციტირების თარიღი: აგვისტო 24, 2017.