ლაო-ძი — ძვ. წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის.

ლაო ძი

ციტატები

რედაქტირება
  •  

შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი.


  •  

რომ დაეუფლო სისავსეს, საჭიროა ფლობდე სიცარიელეს; რომ მიაღწიო სისწორეს, უნდა იცოდე მრუდი; რომ დაეუფლო ახალს, უნდა იცოდე ძველი.


  •  

არყოფნა და ყოფიერება ერთმანეთს წარმოშობენ.


  •  

მას, ვინც იცის, რომ საკმარისი საკმარისია, ყოველთვის ექნება საკმარისი.


  •  

ნუ იბრწყინებ, ვითარცა ბრილიანტი. იყავ უბრალო, ვითარცა ქვა.


  •  

ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე.


  •  

ბრძენს არ სჭირდება მტკიცებულებები. ვისაც მტკიცებულებები ესაჭიროება, არაა ბრძენი.


  •  

ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს და ხალხში მოისპობა შუღლი. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს და აღარ იქნება პარვა კაცთა შორის.


  •  

მიეცი კაცს თევზი და შენ აჩუქებ ერთი დღის სიცოცხლეს. ასწავლე, როგორ მოიპოვოს თევზი და შენ მთელ ცხოვრებას შეუნარჩუნებ.


  •  

ყველაფერი ამაზრზენი გაუნათლებლობისგან მოდის.


  •  

გამოთქმული ტაო არაა ტაო.


  •  

ნამდვილ მოგზაურს არ აქვს გეგმა და არ არსებობს მისთვის მიზანი ადგილის სახით, სადაც ის უნდა ჩავიდეს.


  •  

ნიჭიერება მაშინაა სასიამოვნო, როცა ის თავის თავს არ აღიარებს.


  •  

პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება.


  •  

რად არიან ცა და მიწა მარადიულნი? თავიანთთვის არ არსებობენ, აი, რად არიან მარადიულნი.


  •  

დიდებაც ისეთივე ტვირთია, ვითარცა ხორცი.


  •  

ორივე საშიშია: დიდებაც და დაცემაც. შიშით იხვეჭენ კაცნი დიდებას და შიშითვე ჰკარგავენ მას.


  •  

სამეფო კარი თუ ბრწყინავს: მინდვრები გადახრიოკებულია. ბეღლები გამოცარიელებულია.


  •  

შეიცანი თავი შენი და შეიცნობ ყოველს. შეიცანი სახლეული შენი და შეიცნობ სხვისას. შეიცანი სოფელი შენი და შეიცნობ სოფლებს. შეიცანი ქვეყანა შენი და შეიცნობ ქვეყნებს. შეიცანი სამყარო და... შეიცნობ სამყაროს.


  •  

რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი. რაც მეტია ცრუბრძნობა, მით მეტია სიხარბე. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.


  •  

ნუ დაამწუხრებთ სხვის ცხოვრებას და თქვენიც აღარ დამწუხრდება.


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ლაო-ძი
  NODES