ეტიმოლოგია

რედაქტირება

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
  1. თვალედი (ცხრილისებრი) ქსოვილი, გაკეთებული ძაფის ჯვარედინად გადანასკვით თანაბარ მანძილზე (იხ. სურ.1-2), — თევზისა, აგრეთვე ფრინველის, საჭერად.
    ბადის ქსოვა. — თან ბადეც წავიღე, მინდოდა მეთევზავა (ვაჟა)
  2. ამნაირივე წნული (თოკისა, მავთულისა და მისთანები) რისიმა გადასაღობად (მაგ., ფეხბურთში (იხ. სურ.5-6); ) ან გადასაფარებლად.
    ბურთი ბადეში გაეხვია. — მწერეისაგან დასაცავად სამზარეულოს ფანჯარას მავთულის ბადე გაუკეთეს.
  3. მოსასმელი ბადე წყალზე მოსმით თევზის დასაჭერი ბადე, — გრძელია. (იხ. სურ.3)
    გაღმა ნაპირზე მდორეზე რამდენიმე კაცი მოათრევდა მოსასმელ ბადეს (ვაჟა)
  4. სასროლი ბადე (იხ. სურ. 4) შუაგულში გრძელ თოკმობმული მრგვალი (საღონებიანი) ბადე, რომელსაც ისვრიან წყალში და ისე იჭერენ თევზს.
    „იცით სასროლი ბადის ხმარება?“ (არისტო ჭუმბაძე)
  5. პროდუქტების, წვრილმანი ნივთების სატარებელი თვალედი ჩანთა.
  6. სპეციალური უჯრედებიანი ნახაზი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ასოებისა და ციფრების გამოსაყვანად.
  7. მშობიარე ქალის ბადე დასავლეთ საქართველოში.
    ➤ სინონიმები: სათხეველი, ხოლიხიჩოგანი, ჩიჩქუნური, ზეღმა, ხელბადე, დიდბადე, საჩხრეკი ბადე, საშრობი, ხოჭი, ჭვილითი, სასმელი ბადე, კოში, სასროლი ბადე, ბარჯი, ხეჩაკალი, საფიჩხულე, ფაცერი, მახე, დგელამური, კოკოზა, კუდმოზვერა, ქსელი, ბადისახე, ბადის-პირი, კონი, საბადური

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: ბადეაკრული, ბადისებრი
➤ იდიომები: ბადეში გახმა •  ბადეში გახვევა •  ბადის გაბმა •  ბადის დაგება

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 178
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 42.
  •   სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 88-90.
  •   ალექსანდრე ონიანი, ქართული იდიომები, თბ.: „ნაკადული“, 1966, გვ. 20.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=ბადე&oldid=118828“-დან
  NODES