(მნიშვ. 1)

ეტიმოლოგია

რედაქტირება

პიე. *kwerkwu

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
  1. გარეთა, ადვილად ასაძრობი ნაწილი ხისა (მცენარისა)
    მცენარეს გარეთ ქერქი აკრავს: ქერქს ქვეშ ცილაა, ცილის ქვეშ გული (იაკობ გოგებაშვილი)
  2. ხილეულისა და მარცვლეულის გარეთა, მაგარი ნაწილი.
    ბატონი რომ სადილიდან ჩამორჩენილ ნესვის ქერქს მომიგდებდა, მაშინვე მუხლებზე საკოცნელად კინწისკვრით წამაბარბაცებდნენ (ილია ჭავჭავაძე)
  3. მწერთა მაგარი, ხეშეში ტყავი (გაძრობილი)
    [აბრეშუმის] ჭია გამოძვრა თავისივე კანიდან და ძველი ქერქი მიწაზე დაანარჩუნა (იაკობ გოგებაშვილი)
  4. რისამე გამაგრებული გარეთა მხარე.
    სად მჭადის ქერქი ეგდო, სად პურისა...(თედო რაზიკაშვილი)
  5. ხინკლისა და მისთ. გარეთა ნაწილი.
    ქალები გაფაციცებით ხინკლის ქერქებს აკეთებდნენ და ბიჭები კიდევ გრძელ ხონჩებზე ... ახვევდნენ გაფაციცებით ხინკალს (ვაჟა-ფშაველა)
    ➤ სინონიმები: კანი

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: უქერქო, ქერქგამძვრალი, ქერქელა, ქერქიანი, ქერქისფერა, ქერქიჭამია, ქერქსაცლელი, ქერქგაცლილი, ქერქმაგარი, ქერქქვეშ, ქერქშიშველი
➤ შესიტყვებები: ტვინის ქერქი
➤ იდიომები: ქერქს იძრობს •  გველის ქერქში გაძვრება •  თავის ქერქში დადგება •  თავის ქერქში არ ეტევა •  შენს ქერქში ეგდე

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  NODES