ღორი გოჭთან ერთად.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
  1. ძუძუმწოვარი: წყვილჩლიქიანი, მოკლეფეხებიანი და დინგიანი ძუძუმწოვარი ცხოველი; აშენებენ ხორცის, ცხიმის, ტყავისა და ჯაგრისათვის.
    რწყილმა უთხრა: „ღორო, მომე ჯაგარი!“ (ხალხური). [ბახვას] მშობელს ჰყავდა ... ოთხი დედა ღორი და ექვსი გოჭი. (გიორგი წერეთელი. შეძლებული გლეხები ღორებს ფუფქავდნენ (თედო რაზიკაშვილი)
  2. კრებითი: ღორები, ღორის ჯოგი, – კოლტი.
    სხვათა მოჯამაგირობას ადვილად იტყვის ენაო, დილით ძროხაში მგზავნიდნენ, სარამოს – ღორისკენაო.(ხალხური)
    ➤ სინონიმები: კოლტი
  3. საბავშვო სათამაშოს – ღორაობის – ხის (ან ქვის) კოჭური.
  4. გადატანით: სალანძღავი სიტყვა:

ა) ღორმუცელა, მსუნაგი, გაუმაძღარი.

  1. არ იქნა, ვეღარ გაგაძღე, შე ღორო! – უთხრა მელიამ [თავის მუცელს] (თედო რაზიკაშვილი)
    ➤ სინონიმები: ღორმუცელა, მსუნაგი, გაუმაძღარი

ბ) ბინძური ან მდაბალი, უმსგავსო, უსინდისო (ადამიანი).

  1. აგრე მოგიხდებათ, თქვე ღორებო! (გიორგი წერეთელი)
    ➤ სინონიმები: ბინძური, ჭუჭყიანი, მდაბალი, უმსგავსო, უსინდისო, უნამუსო, ზნედაცემული
    ➤ ანტონიმები: სუფთა, სინდისიანი, ნამუსიანი, სინდის-ნამუსიანი, პატიოსანი

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: ღორმუცელა, ღორმუცლობა
➤ შესიტყვებები: ღორის სოკო, ღორის ხორცი
➤ ანდაზები: ღორს თუ თუ დინგით არა, კუდით მაინც იცნობენო

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 529
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 444.
  •   სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 254.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=ღორი&oldid=114453“-დან
  NODES