ეს სიტყვა-სტატია მთავარ გვერდზე იყო გატანილი.  
 

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ფრანგულიდან chef.

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
  1. მიმღეობა ვნებითი ნამყო: რაც დაწერეს, რაც დაიწერა, ნაწერი.
    „გარნა იყო იგი გარე ქალაქისა საზაფხულოსა სახლსა შინა წარსლვულ, რომლისათჳსცა მკმოქცევულმან მივწერე წერილი და ვთხოვე მისთჳს, წარმგზავნელმან მისა მისდამი მსახურისა ჩემისა“
  2. ქაღალდი ზედ მოთავსებული ტექსტით, რომელიც ვისმე ეგზავნება, ბარათი.
    „ ამოვიღე უბიდან ჭონიას წერილი, დიდხანს ვათვალიერე, მრცხვენოდა, გახსნას ვერ ვბედავდი. “
  3. წიგნში ან პერიოდულ გამოცემაში მოთავსებული მცირე ზომის თხზულება, სტატია.
    „მერე თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ამსახველი ეს უამრავი სტატია, წერილი თუ რეცენზია – ლამის ყველა ლიტერატურულ-ფილოლოგიურ-ფილოსოფიური აზროვნების შედევრი.“
  4. ძველი: დავთრის სახით აკინძული სუფთა ფურცლები (ზოგჯერ გრაფებად დაყოფილი) სპეციალური დანიშნულებისა.
  5. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება.
  6. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი.
    ხელწერილი. ოქროწერილი. ზედწერილი. ქვეშწერილი.
    „ზარანდიას მითითებით, ყავახანის პატრონს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს, თუკი რამ ოჯახში ფული და ფასეულობები გააჩნდა, გირაოდ მოატანინეს, პირგაუტეხლობის შემთხვევაში დანაშაულის პატიება აღუთქვეს, გაათავისუფლეს და დაავალეს, რომ თავისი საქმიანობა და სარჩიმელიასთან ურთიერთობა ძველებურადვე განეგრძო.“
    ➤ სინონიმები: უსტარი, ავთრათი, ბარათი, მოკითხვის წიგნი, წიგნი, ეპისტოლე, ნაწერი

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: წერილობითი, წერითი

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 521.
  •   სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 372-374.
  NODES