ხელი, ადამიანის ზედა კიდური
 
ხელები: მაჯიდან თითების ბოლომდე
 
თეთრი ლარნაკი ხელით
 
აკაკი წერეთლის ხელი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ძველი ქართული სიტყვიდან „ჴელი“, რომელიც თავის მხრივ წინარექართველური აღდგენილი სიტყვიდან *qel- მომდინარეობს. შეადარეთ მეგრული სიტყვა „ხე“, ლაზური „ხე“ და სვანური „ჴალ“

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
არსებითი სახელი
რედაქტირება
  1. ადამიანის ორგანო, ზედა კიდური.
    ხელი მოხვია. ხელი ხელში გაუყარა. ხელი მაღლა ასწია
    „მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები.“
    „მონათა ხელი გამართეს მის ყრმისა შესაპყრობელად.“
    ➤ სინონიმები: მკვლავი, ფაცი, თათო
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: მკლავი
    ➤ ანტონიმები: ფეხი
    ➤ ალერსობითი ფორმები: ხელუკა
    ➤ უფრო ზოგადი ცნებები: კიდური, ორგანო
  2. ამ ორგანოს ნაწილი მაჯიდან თითების ბოლომდე.
    ხელი მოჰკიდა. ხელებს იფშვნეტდა
    „თუ ხელის მოჭრა მდომიყო, გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?“
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: მტევანი
    ➤ სინონიმები: მტევანი
    ➤ ანტონიმები: ფეხი, ტერფი
    ➤ ალერსობითი ფორმები: ხელუკა
    ➤ უფრო ზოგადი ცნებები: კიდური, ორგანო
  3. რაიმე საგნის ის ნაწილი, რომელზედაც შეიძლება ხელის [2] მოკიდება, სახელური
    დოქის ხელი. კალათის ხელი
    ➤ სინონიმები: სახელური, ყური
  4. ერთად სახმარი ნივთების სრული ნაკრები, კომპლექტი.
    ერთი ხელი ლოგინი. თითო ხელი ტანსაცმელი წაიღეს თან
    „მოიღო ერთი ხელი სამეფო ტანისამოსი და მოართვა და მოახსენა: ნურას უკაცრაოდ და...“
    ➤ სინონიმები: ნაკრები, კომპლექტი
  5. ზოგიერთი თამაშის (ჭადრაკის, ბანქოს და სხვ.) ერთი პარტია.
    ერთი ხელი ნარდი ითამაშეს
    ➤ სინონიმები: ჯერობა, პარტია, თალია
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: ტაიმი, სეტი, რაუნდი
  6. ასოთა გამოყვანის, წერის თავისებურება.
    ლამაზი ხელი აქვს. გაკრული ხელით ნაწერი
    • „მამათა ცხოვრებანი“
    „ სამი გუამოვნებაჲ. სამი გამორჩენიათ და მერმეა მიმატებული სხვა ხელით. ბონებად. ულიმპოს. იეროსალემს.“
    ➤ სინონიმები: ხელწერა, ხელნაწერი, ნაწერი, კალიგრაფია
  7. გადატანით: საქმის გამკეთებელი, მომუშავე, მოსაქმე.
    მზრუნველი ხელი. ვენახს ბევრი მომვლელი ხელი სჭირდება
    „რატომ უნდა ვათქმევინო ვინმეს, – მაგ გაცემაში დათა თუთაშხიას ხელი ურევიაო?! “
    ➤ სინონიმები: მუშახელი
  8. რაიმეს გაკეთების, მოვლის უნარი.
    ნამუშევარს მისი ხელი ეტყობა. მიწის ხელი არ იცის
  9. ძველი: უფლება, ხელისუფლება.

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: ნახელავი, სახელმძღვანელო, სახელო, სახელური, სახელოსნო, უხელო, ხელად, ხელაღებული, ხელაპყრობილი, ხელახალი, ხელახლა, ხელბანდი, ხელბარგი, ხელბურთი, ხელგოდორი, ხელეჩო, ხელთათმანი, ხელმეორე, ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობა, ხელმოწერა, ხელმოწერილი, ხელნაკეთი, ხელნაწერი, ხელობა, ხელოვნება, ხელოვნური, ხელოსანი, ხელოსნური, ხელ-ფეხი, ხელწერა, ხელწერილი, ხელჯოხი
➤ შესიტყვებები: გაკრული ხელი, ერთი ხელის მოსმით
➤ იდიომები: თავზე ხელს აიღებს •  ხელის გულზე •  მისი ხელი ატყვია •  ხელის მოცარვა •  ხელი მოეცარება •  ხელის დადება •  ხელს დაადებს •  ხელს მოუმართავს •  ხელის დაფარება •  ხელს დააფარებს •  ხელები ექავება •  ხელს ამართავს •  ხელს აიღებს •  ხელს გაიკრავს •  ხელს გამოჰკრავს •  ხელს გაისვრის •  ხელის გასვრა •  ხელი არ აუკანკანდება •  ერთი ხელის მოსმით •  გულზე ხელს დაიკრეფს
➤ ანდაზები: ხელი ხელს ბანს და ორივე კი — პირსა

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 542.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ძველი ქართული სიტყვიდან ხელი“.

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
არსებითი სახელი
რედაქტირება
  1. მოძველებული: გიჟი, გადარეული.
    ხელივით გაიჭრა ველად.
    „ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად.“
    ➤ სინონიმები: გიჟი, შმაგი, გადარეული, უგუნური
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: სულელი

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: ახელებს, გაახელებს, გახელებული

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 542.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=ხელი&oldid=115723“-დან
  NODES